აქტუალური
აფხაზეთში 35-დან 12 დეპუტატი აირჩიეს

   საქართველო, 14 მარტი, საქინფორმი. 35-დან 22 საარჩევნო ოლქში აფხაზეთის პარლამენტის არჩევნების მეორე ტური გაიმართება - იუწყება აფხაზეთის ცესკო.

არჩეულია 12 დეპუტატი, მათ შორის ექსპრეზიდენტი ალექსანდრე ანქვაბი, მოქმედი მოწვევის დეპუტატი ალმას ჯაპუა, ცესკო-ს ყოფილი თავმჯდომარე ბატალ ტაბაღუა.

მეორე ტური 26 მარტს 22 ოლქში გაიმართება, ერთ ოლქში კი ორი თვის შემდეგ ხელახალი არჩევნები ჩატარდება.

კერძოდ, მეორე ტურში იბრძოლებენ ოპოზიციურ ძალთა ბლოკის თანათავმჯდომარე ასლან ბჟანია და ყოფილი შს მინისტრი რაულ ლოლუა.

არჩევნებში დამარცხებულებს შორის არიან - “პარტია “ერთიანი აფხაზეთის” თავმჯდომარე სერგეი შამბა, ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ვიაჩესლავ ჩირიკბა, მოქმედი პარლამენტის სპიკერი ვალერი ბგანბა. გამარჯვებული და მეორე ტურში გადასული კანდიდატების სიაში არ არის, აგრეთვე, მთავრობის ექსმეთაურ ლეონიდ ლაკერბაიას გვარი, თუმცა მანამდე გამოჩნდა ინფორმაცია, რომ მან არჩევნებში გაიმარჯვა.

EADaily უკვე იუწყებოდა, რომ 12 მარტს აფხაზეთის მე-6 მოწვევის პარლამენტის დეპუტატის მანდატებისთვის 137 კანდიდატი იბრძოდა. არჩევნებში 39 საერთაშორისო დამკვირვებელი მონაწილეობდა, მათ კენჭისყრის მიმდინარეობისას სერიოზული დარღვევები არ დაუფიქსირებიათ.