სამართალი
საქართველო, 14 მარტი, საქინფორმი. 2017 წლის 12 მარტს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სსიპ სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ “დელტას“ მიერ დაფუძნებული შპს სამშენებლო კომპანია „მშენებელი 2011“-ის საფინანსო განყოფილების უფროსი ა.ბ. და ამავე კომპანიის არქიტექტორ-დიზაინერი ბ.ე. დააკავა, რომლებსაც ბრალად შპს-სკუთვნილი 243 000 ლარის ოდენობის თანხის მითვისება ედებათ.
2015-2016 წლებში ა.ბ. ბ.ე-ს პირად სახელფასო ბარათზე პერიოდულად რიცხავდა სხვადასხვა ოდენობის თანხებს და ხდებოდა ამ თანხების მითვისება.
აღნიშნული დანაშაული 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.