სამართალი
შსს-მ გარდაბანში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო

   საქართველო, 14 მარტი, საქინფორმი. შსს-ს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გარდაბნის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა .. და აზერბაიჯანის მოქალაქე .. ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარების ბრალდებით გარდაბანში დააკავეს.

სამართალდამცველებმა ორივე ბრალდებული იმ დროს დააკავეს, როდესაც ოქტომბრის ქუჩაზე ავტომანქანით გადაადგილდებოდნენ. დაკავებულების პირადი ჩხრეკისას პოლიციამ „ტტ“-ს და მაკაროვის სისტემის პისტოლეტები და 15 საბრძოლო ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღო.