უცხოეთი
ტერეზა მეიმ დასავლეთს მოუწოდა ბალკანებზე რუსეთს შეეწინააღმდეგოს

   საქართველო, 13 მარტი, საქინფორმი. დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ დასავლეთელ კოლეგებს მოუწოდა, წინააღმდეგობა გაუწიონ რუსეთის მოქმედებებს ბალკანებზე. ამის შესახებ მან ევროკავშირის ლიდერებთან შეხვედრაზე განაცხადა.

ჩერნოგორიაში ამასწინანდელი სახელმწიფო გადატრიალების მცდელობების ფონზე, გთხოვთ, უფრო მეტი ძალისხმევა გამოვიჩინოთ რუსეთის დეზინფორმაციული კამპანიის წინააღმდეგ ბრძოლაში, რომელიც სიტუაციის დესტაბილიზაციას ახდენს და მეტად თვალსაჩინო გავხადოთ დასავლეთის დაინტერესება ამ რეგიონით“, - აღნიშნა მან.