უცხოეთი
ტერეზა მეის „დემონურმა“ ხარხარმა სოქსელები გააოცა (ვიდეო)

  საქართველო, 13 მარტი, საქინფორმი. მას მერე, რაც ვიდეო “იუთუბზე” აიტვირთა, უზარმაზარი პოპულარობა მოიპოვა. ჰეშთეგიც კი შეიქმნა სოციალურ ქსელში და ხუმარა ადამიანებმა უამრავ რამეს შეადარეს ეს სიცილი. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი მართლაც საოცრად იცინის.

მის ამ ხარხარს “დემონური” სიცილი შეარქვეს და თუ მისი საქმეებით არა, ამ ფაქტით აშკარად გაიცნობს მსოფლიო. მით უმეტეს, რომ ასე საკმაოდ სოლიდურ საზოგადოებაში მოიქცა და არა შინაურულ გარემოში. ტერეზა მეიმ მოულოდნელად გადაიხარხარა ლეიბორისტების ლიდერის ჯერემი კორბინის გამოსვლისას, 8 მარტს პარლამენტის სხდომაზე. კორბინი სწორედ მეის მისამართით გამოთქვამდა რაღაც ბრალდებას და ჩანს, მეტისმეტად გაამხიარულა პრემიერი.