უცხოეთი
შეხვედრა და მსჯელობა რუსეთის გარეშე შესაძლებელია, გამარჯვება - შეუძლებელი!

   საქართველო, 13 მარტი, საქინფორმი. მოსკოვმა კომენტარი გაუკეთა აშშ-ის გადაწყვეტილებას, არ მოიწვიონ რუსეთი „ისლამურ სახელმწიფოსთან“ მებრძოლი კოალიციის შეხვედრაზე. სახდეპმა განაცხადა, რომ მოსკოვი მონაწილეობას არ მიიღებს, აშშ-ით სათავეში კოალიციის 68 სახელმწიფოს მოსალოდნელ შეხვედრაში. „მოსკოვი ამ შეხვედრაში მონაწილეობას არ მიიღებს. ის კოალიციის წევრი არ არის“, - განაცხადა სახდეპის წარმომადგენელმა მარკ ტონერმა.

აღნიშნული შეხვედრა მიმდინარე წლის 22-23 მარტს გაიმართება ვაშინგტონში, თავმჯდომარეობას რექს ტილერსონი გაწევს.

რუსმა სენატორმა ალექსეი პუშკოვმა კომენტარი გაუკეთა სახდეპის გადაწყვეტილებას, არ მ,ოიწვიოს რუსეთი ამ შეხვედრაზე. მისი აზრით, „შეხვედრა და მსჯელობა რუსეთის გარეშე შესაძლებელია, გამარჯვება - შეუძლებელი!“.