საზოგადოება
"საქართველოს დადანაშაულება კერძო ტელეკომპანიაზე ზეწოლის განხორციელებაში უსაფუძვლოა"- პრემიერი კვირიკაშვილის წერილი ევროპარლამენტარებს

   საქართველო, 13 მარტი, საქინფორმი. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ–მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ევროპარლამენტარებისთვის გაგზავნილ წერილში აღნიშნავს.

თქვენ არაერთხელ გაქვთ გამოხატული, რომ მხარს უჭერთ საქართველოს ევროპულ დღის წესრიგს და ამის გათვალისწინებით, ჩემთვის დიდი მოულოდნელობა იყო 2017 წლის 7 მარტით დათარიღებული თქვენი წერილი; განსაკუთრებით გამაოცა მასში გამოთქმულმა მძიმე ბრალდებებმა.

ქვეყნის სათავეში მოსვლის დღიდან ჩვენ ძალ-ღონეს არ ვიშურებთ, რათა წინსვლას მივაღწიოთ რეფორმების გზაზე, რათა საქართველო იქცეს ევროპული სტილის დემოკრატიის ქვეყნად, რომელიც ეფუძნება კანონის უზენაესობას, ფუნდამენტური უფლებების დაცვას და სიტყვის თავისუფლებას, ასევე ხელისუფლების მხრიდან ძალადობის, დევნისა და ზეწოლისგან თავისუფლებას.

საქართველოს სხვა პარტნიორებისა და მეგობრების შეხედულებებისა და რეკომენდაციებისადმი პატივისცემის მიუხედავად, საქართველოს დადანაშაულება კერძო ტელეკომპანიაზე ზეწოლის განხორციელებაში, რაც თითქოს ემსახურება მისი მფლობელისა და სარედაქციო პოლიტიკის შეცვლას და ამ გზით დემოკრატიისა და თავისუფალი მედიისთვის დარტყმის მიყენებას, რასაც ემატება ბრალდება სასამართლოთი მანიპულაციაში კონკრეტული პოლიტიკური შედეგის მიღების მიზნით - ჩემი აზრით, უსამართლო და უსაფუძვლოა”, - ნათქვამია წერილში.