პოლიტიკა
საგარეო საქმეთა მინისტრი ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შესახებ განმარტებებს აკეთებს

   საქართველო, 13 მარტი, საქინფორმი. ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის ამოქმედებასთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა მინისტრმა დამატებითი განმარტებები გააკეთა. მიხეილ ჯანელიძემ სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს უვიზო რეჟიმის მოქმედების წესები და რეგულაციები გააცნო.

„აუცილებელია, რომ ვადები იქნეს დაცული. ასევე მნიშვნელოვანია, რომ როდესაც ხორციელდება ვიზიტი, განსაზღვრული იყოს უკან დაბრუნების დრო, შეძენილი იყოს უკან დასაბრუნებელი ბილეთი. ასევე, ცნობილი იყოს, თუ სად მიემგზავრება, სად აპირებს დარჩენას. თუ ხანგრძლივი ვადით არის სურვილი გამგზავრების, მაგალითად, სამუშაო კონტრაქტით ან სასწავლებლად, ამ შემთხვევაში აუცილებელია ვიზის აღება“, - განმარტა მიხეილ ჯანელიძემ.