პოლიტიკა
ევროპარლამენტარებს "რუსთავი 2"-ის საქმეზე, შესაძლოა, არასწორი ინფორმაცია ჰქონდეთ - კალაძე

   საქართველო, 13 მარტი, საქინფორმი. ვიცე პრემიერი კახა კალაძე “რუსთავი 2”-ის საქმესთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ–მინისტრისთვის ევროპარლამენტარების მიერ მიწერილ წერილს ეხმაურება.

წერილის შინაარსი ვიცი და ჩვენი პასუხიც იქნება წარმოდგენილი უახლოეს დღეებში. საქართველოში არცერთ მედია საშუალებას არ აქვს საფრთხე. დამთავრდა ის დრო, როდესაც ტელევიზიებში ხელკეტებით, ნიღბებით უვარდებოდნენ. არცერთ მედია საშუალებას და არც რუსთავი 2- არანაირი საფრთხე არ გააჩნია საქართველოში და ჩვენი მთავრობის პირობებში. ის, რომ თითქოს მედია არის ტერორის ქვეშ, ეს არის ძალიან დიდი სიცრუე და ტყუილი“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ვიცე პრემიერი არ გამორიცხავს, რომ ევროპარლამენტარებს სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი 2”-ის საქმესთან და ქვეყანაში არსებულ მედიაგარემოსთან დაკავშირებით არასწორი ინფორმაცია ჰქონდეთ.

„შეიძლება, არასწორი ინფორმაცია ჰქონდეთ (ევროპარლამენტარებს – რედ.), მათი განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს მიდის კონკრეტული მედიასაშუალებების მიმართ ჩვენი მხრიდან ზეწოლა, არის არასწორი“, - აღნიშნავს კალაძე.