პოლიტიკა
პრეზიდენტი ვისთან გამართავს კონსულტაციებს, ჩემთვის საინტერესო არ არის - კახა კალაძე

   საქართველო, 13 მარტი, საქინფორმი. პარლამენტის თავმჯდომარის მიერ პრეზიდენტის მისამართით გამოთქმულ კრიტიკას კახა კალაძე ეხმაურება.

კალაძის თქმით, საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებები პრეზიდენტის განცხადებებზე არ უნდა იყოს დამოკიდებული. 

პრეზიდენტი ვის შეხვდება და ვისთან გამართავს კონსულტაციებს, ეს ჩემთვის საინტერესო არ არის. ჩემთვის საინტერესოა კონკრეტულად კომისიის მუშაობა, თუ რა შედეგს დადებს კომისია საბოლოოდ.

საკონსტიტუციო კომისიამ უნდა იმოქმედოს ისე, როგორც ქვეყანას სჭირდება და არა პრეზიდენტის განცხადებებიდან გამომდინარე. ირაკლის განცხადებას მე მოვუსმინე, ის იყო ცოტა ემოციური, თუმცა მესმის მისი. რაც შეეხება კონსტიტუციას, დარწმუნებული ვარ, საბოლოო დოკუმენტი, რომელიც იქნება წარმოდგენილი, იქნება ძალიან გამართული“, - განაცხადა კახა კალაძემ.