აქტუალური
სამხრეთ ოსეთის ხელმძღვანელს განზრახული აქვს, 14 მარტს მოსკოვში პუტინთან მოლაპარაკება გამართოს

   საქართველო, 13 მარტი, საქინფორმი. სამხრეთ ოსეთის ხელმძღვანელს ლეონიდ თიბილოვს განზრახული აქვს, მოსკოვს ეწვიოს და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან 14 მარტს მოლაპარაკება გამართოს, სადაც განხილული იქნება სოციალურ-ეკონომიკური თანამშრომლობა და ორმხრივი ურთიერთობა, - წერს გაზეთი “იზვესტია” სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტის პრესსამსახურზე დაყრდნობით.

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა დაადასტურა, რომ ორი ქვეყნის ლიდერებს შორის მოლაპარაკებისთვის მზადება მიმდინარეობს.

“ლეონიდ თიბილოვისა და ვლადიმერ პუტინის მოლაპარაკება 14 მარტს არის დაგეგმილი. განსახილველ თემებს შორის არის სოციალურ-ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები და ორმხრივი ურთიერთობა”, - აცნობეს გაზეთს სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტის პრესსამსახურში.