აქტუალური
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია საქართველოში აშშ-ის ელჩს იან კელის შეხვდა

   საქართველო, 13 მარტი, საქინფორმი. მხარეებს შორის საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის განხორციელება იყო.

მთავარი თემა იყო ის მიმდინარე პროცესები, რომელიც უკავშირდება საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის დროულ და ეტაპობრივ განხორციელებას. ამ მიმართულებით ბევრი რამ იგეგმება ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან ერთად“, - აღნიშნა ლევან იზორიამ.

ამერიკელ დიპლომატთან შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა თავდაცვის უწყების ხელმძღვანელის ბრიუსელში ვიზიტსა და ნატოს სამხედრო კომიტეტის საქართველოში სტუმრობაზე.

„ჩვენ ვითხოვეთ დღევანდელი შეხვედრა, რათა მოგვესმინა სკანდინავიის ქვეყნებში, გერმანიასა და ბრიუსელში გამართული შეხვედრების შესახებ ინფორმაცია. ასევე შევეხეთ პროგრესს, რომელიც საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის იმპლემენტაციის კუთხით არსებობს. ეს პროგრამა ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან დახმარებას წარმოადგენს და მიზნად ისახავს, საქართველომ განავითაროს თავდაცვითი შესაძლებლობები, ტერიტორიული თავდაცვა“, - განაცხადა იან კელიმ.