საქართველო, 13 მარტი, საქინფორმი. ,,უფლებადამცველთა გაერთიანებამ’’ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიაში და საქართველოს პარლამენტში საქართველოს კონსტიტუციაში, საარჩევნო კოდექსა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ წინადადებათ პაკეტი წარადგინა.
აღნიშნულთან დაკავშირებით, ,უფლებადამცველთა გაერთიანების’’ თავმჯდომარემ ნიკოლოზ მჟავანაძემ მედიისთვის განცხადება გააკეთა: ,, ჩვენი წინადადება არჩევნებში სავალდებულო მონაწილეობას ითვალისწინებს. წარდგენილი წინადადებით ცვლილებები უნდა შევიდეს კონსტიტუციის 28-ე მუხლში და იგი შემდეგნაირად უნდა ჩამოყალიბდეს:
მუხლი 28
1. საქართველოს ყოველ მოქალაქეს 18 წლის ასაკიდან აქვს რეფერენდუმში , სახელმწიფო და თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებშიმონაწილეობის ვალდებულება
2. არჩევნებსა და რეფერენდუმში მონაწილეობის ვალდებულება/უფლება არა აქვს მოქალაქეს, რომელიც სასამართლომ ქმედუუნაროდ ცნო ან სასამართლოს განაჩენით იმყოფება სასჯელის აღსრულების დაწესებულებაში, გარდა იმ პირისა, რომელმაც ჩაიდინა ნაკლებად მძიმე დანაშაული.
ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ 1971 წელს დაადგინა, რომ დამკვიდრებული პრაქტიკა, არჩევნებზე სავალდებულო გამოცხადების შესახებ, არ არღვევს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს, რადგან დასავლეთ ევროპის ქვეყნების უმრავლეობაში სავალდებულოა მხოლოდ არჩევნებზე მისვლა და არ არის მოთხოვნა, რომ ადამიანმა აუცილებლად შემოხაზოს რომელიმე კანდიდატი. აღნიშნული დადგენილებით, ევროპულმა სასამართლომ, ასევე, განმარტა, რომ არ ირღვევა ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენციის მეცხრე მუხლი, რაც გულისხმობს „აზრის, სინდისისა და რელიგიის“ თავისუფლებას, იმ შემთხვევაში, თუ მხოლოდ საარჩევნო უბანზე მისვლა იქნება სავალდებულო და არა ხმის მიცემა კონკრეტული პირისათვის, ან პოლიტიკური ძალისათვის. არჩევნებში მონაწილეობის მიღების სავალდებულო სისტემა დღეისთვის მოქმედებს შემდეგ ქვეყნებში: ავსტრია, არგენტინა, ავსტრალია, ბელგია, ბოლივია, ბრაზილია, ჩილე, კოსტა რიკა, კვიპროსი, დომენიკის რესპუბლიკა, ეკვადორი, ეგვიპტე, ფიჯი, საფრანგეთი (მხოლოდ სენატი), გაბონი, საბერძნეთი, გვატემალა, ჰონდურასი, იტალია, ლიხტენშტეინი, ლუქსემბურგი, მექსიკა,ნაურუ, პარაგვაი, პერუ, ფილიპინები, სინგაპური, შვეიცარია, ტაილანდი, თურქეთი და ურუგვაი.
რაც შეეხება არჩევნებში მონაწილეობისთვის განსაზღვრულ სანქციებს. ,,უფლებადამცველთა გაერთიანების’’ წარდგენილი წინანდადებით საქართველოს ადმინისტრაციულ სამართლდარევათა კოდექსში მე-14 -ე თავს დაემატოს მუხლი 174 17, არჩევნებში მონაწილეობაზე თავის არიდება და ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად:
მუხლი 174 17 არჩევნებში მონაწილეობაზე თავის არიდება
1. საქართველოს კონსტიტუციის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის და საქარ-თველოს საარჩევნო კოდექსის მე-2 მუხლის მ1 პუნქტით დაკისრებული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, რაც გამოიხატება ვალდებული პირის მიერ არჩევნებში მონაწილეობაზე თავის არიდებაში, გამოიწვევს დაჯარიმებას 20 ლარის ოდენობით.
2. იგივე ქმედება ჩადენილი იმ პირის მიერ, რომელსაც ერთი წლის განმავლობაში ასეთი ქმედებისათვის შეფარდებული ჰქონდა ადმი-ნისტრაციული სახდელი, - გამოიწვევს დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით.’’