საქართველო, 13 მარტი, საქინფორმი. XXI საუკუნის დასაწყისი, განსაკუთრებით _ ბოლო წლები, არა მხოლოდ პოლიტიკური ციებ-ცხელებით ხასიათდებოდა, არამედ უმაღლესი საეკლესიო იერარქების დაპირისპირებით საეკლესიო საკითხებზე, აგრეთვე, ე.წ. არასამათვრობო ორგანიზაციების მასირებული შეტევით საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასა და მის საჭეთმპყრობელზე _ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქზე. ბოლო დღეებში განვითარებული პროცესების ზედაპირული გაანალიზებით კი აშკარაა, რომ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში მიმდინარეობს მნიშვნელოვანი პროცესები (და ეს, როგორც ჩანს, ხდება არა მხოლოდ შიგა, არამედ უცხო ძალების ჩარევითაც), რომლებმაც სამომავლოდ გავლენა უნდა იქონიოს საქართველოს საგარეო-პოლიტიკურ ორიენტირებზე.
ბოლო დღეებია, ქართველი საზოგადოება დიდი შეშფოთებითა და გულისტკივილით ადევნებს თვალს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გარშემო განვითარებულ პროცესებს _ ე.წ. ციანიდის საქმის მიმდინარეობას.
დაკავებულია საპატრიარქოს ქონების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი და წმინდა იოაკიმესა და ანას სახელობის საპატრიარქოს სამედიცინო ცენტრის დირექტორი, მამა გიორგიმამალაძე, რომელსაც გერმანიაში გამგზავრების წინ მომწამვლელი ნივთიერება, ციანიდი, უპოვეს. პროკურატურის განცხადებით, მამა გიორგი მამალაძის წინააღმდეგ გამოძიება ერთ-ერთი მოქალაქის განცხადების საფუძველზე 2017 წლის 2 თებერვალს დაიწყო, რომელმაც პროკურატურას მიმართა, რომ მამა გიორგი მამალაძემ სთხოვა სიცოცხლისთვის საშიში ნივთიერების, ციანიდის, შოვნაში დახმარება, რათა ის მაღალი იერარქიის სასულიერო პირის წინააღმდეგ გამოეყენებინა, ხოლო გაწეული დახმარებისთვის გიორგი მამალაძე მზად იყო, თანხა გადაეხადა.
როგორც გაირკვა, მამა გიორგი მამალაძე გერმანიაში გამგზავრებას აპირებდა, სადაც პატრიარქი სამკურნალოდ იმყოფებოდა. მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ სამართალდამცველებმა მამა გიორგი მამალაძეს ბრალი წაუყენეს არა პატრიარქის, არამედ მისი მდივან-რეფერენტის _ შორენათეთრუაშვილის მოწამვლის მცდელობის გამო. მას შემდეგ, რაც საქართველოს პატრიარქი გერმანიაში გაემგზავრა სამკურნალოდ, უფრო გამწვავდა დაპირისპირება სინოდის წევრებს შორის _ ასაკოვანი პატრიარქის ტახტის ირგვლივ მრავალმა ინტერესმა ამოხეთქა და დღეს ერთმანეთს აკრიტიკებენ მიტროპოლიტები და ეპისკოპოსები, რაც რეპუტაციას ულახავს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას, პატრიარქი კი წლების მატებასთან ერთად სულ უფრო ლმობიერი ხდება და სიმკაცრეს კარგავს თავგასული მღვდელმთავრების მიმართ. ეკლესია კრიზისულ ფაზაში გადადის, რადგან გრძელდება ურთიერთბრალდებები, როგორც ეკლესიის შიგნით, ისე პოლიტიკურ არენაზე.
როგორც ჩანს, ამ ე.წ. ციანიდის საქმის მიზანი იყო ადამიანების რწმენის შერყევა და, ვინც ეს პროცესები დაგეგმა, მიზანს მიაღწია _ მრევლის მხრიდან საპატრიარქოსა და მღვდელმსახურების მიმართ მოიმატა ნიჰილისტურმა დამოკიდებულებამ. დღეს ქვეყანაში ცდილობენ ავტორიტეტების რეპუტაციის შელახვას. სხვა საკითხია, ვინ აკეთებს ამას და აკეთებს თუ არა შეგნებულად, მაგრამ ეკლესია, ხალხის დიდი ნდობით აღჭურვილი ეს ინსტიტუცია, პრობლემების წინაშეა.
უნდა ითქვას, რომ ეს პროცესები დღეს არ დაწყებულა, საპატრიარქოში არსებულ დაპირისპირებაზე წლების წინათ ლაპარაკობდა ზოგიერთი ანალიტიკოსი, მათ შორის, ცნობილი ქართველი პოლიტოლოგი ალექსანდრე ჭაჭია.
* აი როგორ აფასებდა ის 2012 წლის აპრილში “საქართველო და მსოფლიოსთვის” მიცემულ ინტერვიუში მართლმადიდებელი ეკლესიის როლს საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების პირველ წლებში და თვით მართლმადიდებლობისადმი, ქართული ტრადიციული ფასეულობებისადმი დასავლეთის დამოკიდებულებას:
“საქართველოს დამოუკიდებლობის წლებში ქართულ ეკლესიასქვეყანაში პოლიტიკური პროცესების მიმართ ინდიფერენტულიპოზიცია ეკავა. ჩვენ არ გაგვიგია ეკლესიის პროტესტი ჩვენიუახლესი ისტორიის ყველაზე კრიტიკულ, ერისთვისდამღუპველ მომენტებში. ეკლესიამ არ დაგმო სახელმწიფოგადატრიალება და კანონიერი პრეზიდენტის დამხობა, რომელიც ხალხმა თითქმის ერთხმად აირჩია, თანაც ერთადერთსამართლიან არჩევნებში ჩვენს ისტორიაში. ამ დანაშაულმასაშინლად შეურაცხყო ქართველი ხალხი და იგი ეკლესიისმხარდაჭერას ამაოდ ელოდა. ეკლესიამ არ აღიმაღლა ხმა, როდესაც შევარდნაძემ აფხაზეთში ომი დაიწყო, როდესაცსამეგრელოში დამსჯელი რაზმები გაუშვა საყაჩაღოდ დაერთმორწმუნე თანამემამულეების დასახოცავად. საერთოდ, ეკლესიის ხელმძღვანელობა ყველაფერში მხარს უჭერდაშევარდნაძეს, თუნდაც იმ დასავლური “დემოკრატიული” ნორმების იძულებით დანერგვაში, რომლებიცეწინააღმდეგებოდა მართლმადიდებელ ღირებულებებს დათვით ეკლესიის მომავალს უქმნიდა საფრთხეს. ზუსტად ამისშესახებ ვწერდი იმხანად პრესაში და პირადად ვეუბნებოდიპატრიარქს. რაკი ეკლესიის მორჩილება და გულგრილობადაინახეს, შევარდნაძის მემკვიდრეები მართლმადიდებლობისპრობლემის კარდინალურ გადაჭრას შეუდგნენ _ მართლმადიდებელი სულიერი ღირებულებების ტოტალურგამოდევნას, ეკლესიისა და მის მსახურთა დაცინვას, ეკლესიისუფლებების შეზღუდვას, რელიგიურ სექტებთან მის ფაქტობრივგაიგივებას. ეს მარტივი მიზეზის გამო ხდება: მართლმადიდებლობა დასავლურ ღირებულებებთან, ზნეობრივნორმებთან, ამერიკული ცხოვრების წესთან შეუთავსებელია. ვერც ერთ მართლმადიდებელ ქვეყანაში დასავლეთი ვერახერხებს, დაუმორჩილოს ხალხი თავის ზნეობას, ცხოვრებისპრინციპებს. გაიხსენეთ, რას ამბობდა ამერიკელი იდეოლოგიბჟეზინსკი: კომუნიზმის კრახის შემდეგ ჩვენ დაგვრჩა ერთიმტერი _ მართლმადიდებლობაო. ჩვენმა “რეფორმატორებმა” გადაწყვიტეს, აჩვენონ ამერიკელ პატრონებს, რომმართლმადიდებლობის დისკრედიტება, გამოდევნა, განადგურება შეიძლება და ამ გზით ერის გენეტიკური კოდისშეცვლაც შესაძლებელია”.
(“საქართველო და მსოფლიო” #13 (151), 4-10 აპრილი, 2012 წ.)
* ამავე ინტერვიუში ბატონი ალექსანდრე საქართველოს პატრიარქისადმი პატივისცემასა და წმინდა სინოდის გადაგვარებული, უპრინციპო, გაყიდული სასულიერო პირებისგან მის დაცვაზე ლაპარაკობს.
“ბოლო წლებში ჩვენ ვხედავთ ცალკეული სასულიერომოღვაწეების და თუნდაც ეკლესიის იერარქებისსაზოგადოებრივ აქტიურობას. მე ღრმა პატივისცემით ვეპყრობიამ მამაც ადამიანებს, რომლებიც საქვეყნოდ კიცხავენხელისუფლების ცოდვას და დანაშაულს, მის მიერ შექმნილეროვნული სულის ჩამხშობ სისტემას. ამ საეკლესიო მოღვაწეებსმიაქვთ ხალხთან მართალი სიტყვა, აიმედებენ, რომსამართლიანობა გაიმარჯვებს და ამ გზით აძლიერებენქართული ეკლესიის ავტორიტეტს. ბევრი მათგანისთვალსაზრისი თქვენს გაზეთშიც იბეჭდება. ვფიქრობ, მათიაქტიური პოზიციის წყალობით, კათოლიკოს-პატრიარქი ძალიანფრთხილად, მაგრამ მაინც აძლევს თავს უფლებას, გამოვიდესკრიტიკული შეფასებებით ხელისუფლების განსაკუთრებითმიუღებელი ქმედებების წინააღმდეგ. უფრო კატეგორიულ დაპრინციპულ პოზიციას მისგან არ უნდა ველოდოთ. საქართველოს ისტორიაში იყვნენ კათოლიკოსები, რომლებიცძალიან მკვეთრ პოზიციას იკავებდნენ ხელისუფლების მიმართ, თუ ხედავდნენ, რომ ხელისუფლება ვნებს ხალხს დასახელმწიფოს. ილია მეორე მათ რიცხვს არ მიეკუთვნება. იგიძალიან წესიერი, ღირსეული ადამიანია, მაგრამ მებრძოლი არარის. პირიქით, ჩვენ _ საზოგადოებამ, ხალხმა პატრიარქისადმითაყვანისა და პატივისცემის გამოხატვით უნდა დავიცვათ იგი, როგორც ხელისუფლებისგან, ასევე გადაგვარებული, უპრინციპო სასულიერო პირებისგან, მათ შორის წმინდასინოდის გაყიდული წევრებისგან. ილია მეორე დღეს არისქართული მართლმადიდებელი ეკლესიის ერთიანობისგარანტი. ღმერთმა დიდხანს აცოცხლოს, მაგრამ ადამიანიუკვდავი არ არის. პირადად პატრიარქი, მართლმადიდებელიეკლესიის სასულიერო პირები და მრევლიც უნდა დაფიქრდეს, ვინ ჩაუდგება სათავეში ეკლესიას ილია მეორეს შემდეგ. ხელისუფლება შეეცდება, წმინდა სინოდის მოსყიდულიწევრების გამოყენებით “რეფორმატორი”, ეკუმენისტი, “ზოგადსაკაცობრიო ღირებულებათა” მიმდევარი დასვასპატრიარქის ტახტზე. ამ შემთხვევაში ეკლესიის გახლეჩას თავსვერ ავარიდებთ, ეს კი საზოგადოების, ერის გაყოფას, ერთადერთი გამაერთიანებელი სულიერი ძალის ჩამორთმევას, ერის საყრდენის გამოცლას ნიშნავს. მაშინ ჩვენს ხელისუფლებასშეეძლება, ამერიკელებს პატაკი ჩააბაროს: მართლმადიდებელიეკლესიის დანგრევისა და განადგურების ექსპერიმენტიწარმატებით დავასრულეთ და ამაშიც მაგალითი შეგვიძლიავიყოთ სხვა ქვეყნებისთვისო”.
შეუძლებელია, არ დაეთანხმო ალექსანდრე ჭაჭიას _ დღეს ხომ სწორედ პატრიარქის ტახტისთვის მიმდინარეობს ბრძოლა და ეს ბრძოლა ანტიქართული, ანტიმართლმადიდებელი ძალების მიერ არის ინსპირირებული.
გარე ძალების წაქეზებით, ჩვენი ე.წ. არასამთავროები სწორედ იმიტომ ებრძვიან ქართულ ტრადიციებსა და მართლმადიდებლობას, რომ ერი დაეცეს, დეგრადირდეს და ადვილი სამართავი გახდეს უცხო ძალების ინტერესების გასატარებლად.
* აი ალექსანდრე ჭაჭიას ზედმიწევნით ზუსტი შეფასება ქართველი სამღვდელოებისა, რომელიც ამჟამად გახლეჩილია და ურთიერთბრალდებებით არის დაკავებული:
“სამღვდელოება თავისი შემადგენლობით არაერთგვაროვანია. სასულიერო პირებს შორის არიან კონფორმისტებიც, რომლებიცმზად არიან, ითანამშრომლონ ნებისმიერ, თუნდაც ყველაზეანტიეროვნულ ხელისუფლებასთან; არიან “რეფორმატორებიც”, რომლებიც ცდილობენ, “გაათანამედროვონ”, “გააცივილურონ” მართლმადიდებლობა, სინამდვილეში კი სურთ, თავსმოგვახვიონ პროტესტანტული ღირებულებები; არიანთავდაჯერებული ეკუმენისტებიც, მაგრამ არსებობენთანამიმდევრული, ეროვნულად და პატრიოტულადორიენტირებული, მართლმადიდებლობის ღრმად მორწმუნემსახურები, რომლებიც მზად არიან, თავი გაწირონ სჯულისა დამამულისთვის. დაინახეს რა, როგორი სატანური ქვესკნელისკენუბიძგებენ ერს გარე და შიდა ბნელი ძალები, ამ სასულიეროპირებმა აღიმაღლეს ხმა და ამით აგრძნობინეს ერს, რომ ეკლესიაჩვენთანაა, ესე იგი, ჩვენთან არს ღმერთი! ეს ის ხალხია, რომელიც აცნობიერებს, რომ ემსახურო ღმერთს, ნიშნავსემსახურო შენს ერს და მიიყვანო იგი ღმერთთან. ჩვენისამოქალაქო და ეროვნული ვალია, მხარი დავუჭიროთ ასეთსამღვდელოებას”.
(“საქართველო და მსოფლიო” #20 (207), 5-11 ივნისი, 2013 წ.)
საპატრიარქოს გარშემო დღეს განვითარებული სკანდალური პროცესები ნათლად წარმოაჩენს, რომ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში კრიზისია და ის სასწრაფოდ არისგასაწმენდი უღირსი სამღვდელოებისგან, რათა კვლავაღიდგინოს შელახული ავტორიტეტი და ხალხის ნდობა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ანტიქართული ძალები, რომლებიცცდილობენ, ქართველ ხალხს გამოაცალონ ქართულიტრადიციებისა და ფასეულობების დამცველი ერთადერთისაყრდენი, მიზანს მიაღწევენ _ საბოლოოდ დაუკარგავენ ხალხსსაქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისადმი რწმენას.
მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ
გაზეთი „საქართველო და მსოფლიო“