საქართველო, 10 მარტი, საქინფორმი. იუტას შტატის ყოფილი გუბერნატორი, რესპუბლიკელი ჯონ ჰანსტმანი აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის შემოთავასებას დათანხმა და რუსეთში აშშ-ის ახალი ელჩი გახდა,-ინფორმაციას ტელეკომპანია NBC News დიპლომატიურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
მანამდე, ტელეკომპანია CNN იუწყებოდა, რომ აღნიშნულ თანამდებობაზე ჰანტსმანს დანიშვნა თეთრი სახლის ლიდერმა შესთავაზა. როგორც გამოცემის თანამოსაუბრე განმარტავს, ამ დროისთვის ჰანტსმანი თანამდებობის დასაკავებლად შესაბამის დოკუმენტებს ამზადებს.
გამოცემა Politico-ს ცნობით, პრეზიდენტ ჯორჯ ბუში უმცროსის დროს, ჰანტსმანი აშშ-ის ელჩი იყო სინგაპურში, ხოლო ბარაკ ობამას პრეზიდენტობის დროს, ჩინეთში აშშ-ის დიპლომატიურ მისიას წარმოადგენდა. ასევე გასული წლის საპრეზიდენტო კამპანიის დროს დიპლომატი დონალდ ტრამპის "ცნობილი კრიტიკოსი" იყო.