სამართალი
“ბავშვთა სამყაროს” დაზარალებული მოვაჭრეები 5000 ლარის ოდენობის საწყის კომპენსაციას ითხოვენ

   საქართველო, 10 მარტი, საქინფორმი. სავაჭრო ცენტრბავშვთა სამყაროში” ხანძრის შედეგად დაზარალებულებს პროტესტის ნიშნად თბილისის საკრებულოსთან კარვების დადგმა და შიმშილობას დაწყება სურდათ, მაგრამ პოლიციამ მათ ამის საშუალება არ მისცა. საკრებულოსთან სამართალდამცველებსა და დაზარალებულ მოვაჭრეებს შორის დაპირისპირება მოხდა.

რატომ არ შეგვიძლია პროტესტის გამოხატვა?! “აეროსმიტის” ჩამოყვანა უნდათ და ჩვენ გვეაეროსმიტება, ხალხო? ჩემი შვილი ისედაც ვერ მოხვდებოდა მაგ კონცერტზე, იმიტომ რომ ამის საშუალება არ მაქვს“, - აცხადებს ერთ-ერთი დაზარალებული.

აქციის მონაწილეები, პირველ რიგში, ხანძრით გამოწვეული ზარალის კომპენსაციას მოითხოვენ – დასაწყისისთვის 5 ათას ლარს თითოეულზე.

პროტესტი მიმდინარეობს უკვე თვე-ნახევრის განმავლობაში, მაგრამ ყურადღებას არავინ გვაქცევს. “ბავშვთა სამყაროსთან” მჯდომარე აქციაა და თან შიმშილობას მივმართავთ“, - აცხადებს სავაჭრო ცენტრში ხანძრის შედეგად დაზარალებული.

მოგვიანებით დაზარალებულებს თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი შეხვდა და თუმცა, კონკრეტულ შეთანხმებამდე ვერ მივიდნენ, მან დაზარალებულ მოვაჭრეებს მაქსიმალურ მხარდაჭერასა და შუამდგომლობას – როგორც მოიჯარეს – დამწვარი შენობის მეპატრონის, ასევე დედაქალაქის მერიის წინაშე.

შემდეგი შეხვედრა სამშაბათსაა დაგეგმილი.