პოლიტიკა
„ეს არის დავა ორ კერძო სუბიექტს შორის" - პრემიერი კვირიკაშვილი

  საქართველო, 10 მარტი, საქინფორმი. პრემიერ-მინისტრმა კვლავ ილაპარაკა “რუსთავი 2”-ის საქმეზე სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ. მისი თქმით, “პროცესი გრძელდება ჩვეულებრივ. ჩვენ აქამდეც ვაცხადებდით, რომ ეს არის ორ კერძო სუბიექტს შორის დავა და სწორედ ამ ჭრილში გაგრძელდება ეს პროცესი. არანაირი გაზვიადება ამ მოვლენის არ გვმართებს - ეს არის ჩვეულებრივი პროცესი. ჩვენ, რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ ჩვენი მხრიდან ინფორმაციის მიწოდებას. საერთოდ, მგონია, რომ ეს საკითხი როგორც თავიდანვე იყო გაზვიადებული, ასევე რჩება დღესაც. მე, მაგალითად, არ მივანიჭებდი ამხელა მნიშვნელობას ამ საკითხს.  ეს არის ჩვეულებრივი იურიდიული საქმე, რომელზეც იუსტიციის სამინისტრო მიმართავს იმ პროცესუალურ ქმედებებს, რაც მას მართებს. სახელმწიფოს ინსტიტუციები მუშაობენ, ჩვენ და ჩვენს მოსახლეობას გვაქვს სრული ნდობა ამ ინსტიტუციების მიმართ და ამ მხრივ არანაირი ბზარი არ შეიძლება, რომ იყოს”, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.