საქართველო, 10 მარტი, საქინფორმი. “ჩვენთვის ევროპარლამენტარებთან ურთიერთობა მნიშვნელოვანია. მათი წერილის შინაარსი ჩემთვის ცნობილია და ჩვენ საპასუხო წერილიც მოვამზადეთ, რომელიც გამოქვეყნდება. საქართველოში არანაირი საფრთხე სიტყვის თავისუფლებას არ ემუქრება. ჩვენ ბოლო წლების განმავლობაში ეს საქმით დავადასტურეთ. საქართველოში სიტყვის თავისუფლება დაცულია, რასაც მოწმობს არაერთი საერთაშორისო დასკვნა. საქართველოში მნიშვნელოვნად არის გაუმჯობესებული სიტყვის გამოხატვის თავისუფლება, რაც დადასტურებულია ყველას მიერ. ვფიქრობ, შიშები, რომელიც აქვთ ჩვენს პარტიორებს, გარკვეულწილად გადაჭარბებულია. კიდევ ერთხელ ვამბობ, საქართველოში ამ მიმართულებით არის მნიშვნელოვანი პროგრესი. მათი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია. ეს აჟიოტაჟი მალე ჩაცხრება. საქართველო აგრძელებს ჩვეულებრივ ცხოვრებას, ევროპული მომავლის შექმნას და არანაირი საფრთხე დემოკრატიზაციის კუთხით საქართველოში არ არსებობს. ამის გარანტი არის ჩვენი ხელისუფლება და ჩვენ ეს დავადასტურეთ არაერთხელ”, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.