სამართალი
საქართველო, 10 მარტი, საქინფორმი. ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი 2”-ის ირგვლივ განვითარებული მოვლენების შეფასებისას განაცხადა.
„ჩვენ გვაქვს გაცილებით კარგი მდგომარეობა, ვიდრე საქართველოს არაკეთილმოსურნეებს ჰგონიათ, გვაქვს 5%-ზე მაღალი ეკონომიკური ზრდა. რაც შეეხება უცნაურ სიხარულს და ნიშნის მოგებას, რომელიც შეინიშნება ბოლო დროს მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით პოლიტიკაში, შეინიშნება გარკვეულ ჯგუფებს შორის, მერწმუნეთ, რომ მომავალ თვეში ეს ყველაფერი დასრულდება“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
კითხვაზე, რა კავშირშია ქვეყნის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი 2”-ის საქმესთან, თალაკვაძემ უპასუხა: „რუსთავი 2” აგრძელებს საქმიანობას ჩვეულ რეჟიმში“.