უცხოეთი
ცხინვალი შეშფოთებულია საქართველოს სამხედრო პოლიგონად გადაქცევით

   საქართველო, 9 მარტი, საქინფორმი. ცხინვალის რეგიონის საგარეო საქმეთა მინისტრი მურატ ჯიოევი საქართველოში ნატოს გაძლიერებით შეშფოთებულია.

ამის შესახებ ჯიოევმა გაეროს, ეუთოსა და ეროკავშირის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომლებიც ჟენევის დისკუსიის დღის წესრიგის შესათანხმლებლად ცხინვალის რეგიონში იმყოფებოდნენ.

"რეგიონში ნატოს გაძლიერების ნაბიჯები, გვაფიქრებინებს, რომ დასავლეთში კვლავ რჩებიან ძალები, რომლებსაც საქართველო თავის სამხედრო პოლიგონად სურთ. მხედველობაში მაქვს საქართველოში მძიმე ტექნიკის გადასროლა, სამხედრო სწავლებები, ასევე რამდენიმე დღის წინ გავრცელებული ინფორმაცია, რომ საქართველოში, შესაძლოა, აფრიკისა და ახლოაღმოსავლეთის ლტოლვილების დაასახლონ", - აღნიშნა დე ფაქტო მინისტრმა.