სამართალი
“რუსთავი 2”-ის გამარჯვება სწორედ ქვეყნის გამარჯვება იქნება, რადგან ამით ქვეყანაში სიტყვის თავისუფლების დაცვა მოხდება! – ტელეწამყვანი გაბუნია

   საქართველო, 9 მარტი, საქინფორმი. ჩვენ ძალიან მშვიდად ვუყურებდითრუსთავი 2”-ის საქმესთან დაკავშირებული პროცესების განვითარებას - ასე აფასებს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ევროსასამართლოს მიერ “რუსთავი 2”-ის საქმეზე შეჩერების გადაწყვეტილების უვადოდ გაგრძელებას.

ჩვენ ძალიან მშვიდად ვუყურებდით პროცესების განვითარებას, რომელიც დაკავშირებული იყორუსთავი 2”-თან, ვგულისხმობ საერთო სასამართლოებში წარმართულ პროცესებს. ჩვენ ვაცხადებდით, რომ ეს იყო კერძო სუბიექტებს შორის დავა და აქედან გამომდინარე, ჩვენ არ გვქონდა არანაირი ინტერესები“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ გადაცემა “არჩევანის” პირდაპირ ეთერში.

მისი თქმით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული, დაირღვა თუ არა რაიმე უფლება.

ამასთან, მან განაცხადა, რომ "რუსთავი 2”-ის მენეჯმენტი საქართველოს უპირისპირდება და საქართველო გაიმარჯვებს", რაზეც გადაცემის წამყვანმა გიორგი გაბუნიამ აღნიშნა, რომ “რუსთავი 2”-ის გამარჯვება სწორედ ქვეყნის გამარჯვება იქნება, რადგან ამით სიტყვის თავისუფლების დაცვა ხდება.