საზოგადოება
საქართველო, 9 მარტი, საქინფორმი. „თინა ხიდაშელი ერთმანეთისგან ვერ არჩევს იურიდიულ და პოლიტიკურ განცხადებებს, ამის გამო მიიღო სწორედ პროცენტნახევარი ბოლო საპარლამენტო არჩევნებში“, - ასე გამოეხმაურა ირაკლი კობახიძე საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრის თინა ხიდაშელის განცხადებას გადაცემა “არჩევანის” პირდაპირ ეთერში.
მისი თქმით, თინა ხიდაშელი ვერ მიხვდა, რომ მისი განცხადება “რუსთავი 2”-ის თაობაზე პოლიტიკური ხასიათისა იყო.
"ვინ ასწავლა, რომელ უნივერსიტეტში უთხრეს, რომ სტრასბურგში საქმე ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოა?", - ასე შეაფასა თინა ხიდაშელმა ირაკლი კობახიძის განცხადება “რუსთავი 2”-ის საქმეზე.