სამართალი
დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახს დაცვა დაენიშნა

   საქართველო, 9 მარტი, საქინფორმი. დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახს დაცვა დაენიშნა. მკვლელობის მომზადებაში ბრალდებული სასულიერო პირის სახლში უსაფრთხოებას 7 მარტის ღამიდან იცავენ.

შეგახსენებთ, რომ  სწორედ ეს იყო პირობა, რომლის დაკმაყოფილების შემთხვევაში ბრალდებული პროკურატურის კითხვებს პასუხს გასცემდა.

მამა გიორგი მამალაძე ჩვენებას, სავარაუდოდ, დღეს მისცემს.