პოლიტიკა
“საქმეს ახლა სტრასბურგში ჰქვია “რუსთავი 2” - საქართველოს წინააღმდეგ, რომელშიც საქართველო აუცილებლად გაიმარჯვებს! - ირაკლი კობახიძე

   საქართველო, 9 მარტი, საქინფორმი. ირაკლი კობახიძემ "არჩევანის" ეთერში სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე პირველი კომენტარი გააკეთა.

"ჩვენ ვაკვირდებოდით პროცესების განვითარებას, ჩვენ ვაცხადებდით, რომ ეს იყო კერძო სუბიექტების დავა და მშვიდად ვაგრძელებთ ამ პროცესების ყურებას, როცა საქმე გრძელდება  სტრასბურგის სასამართლოში. უნდა ითქვას, რომ კონტექსტი არის შეცვლილი, საქმე იყო ხალვაში - ყარამანიშვილის წინააღმდეგ, ახლა ჰქვია “რუსთავი 2” - საქართველოს წინააღმდეგ. დარწმუნებული ვარ, ამ დაპირისპირებაში გამარჯვებული გამოვა საქართველო, იმიტომ, რომ საქართველოს მხარეს არის სიმართლე", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.