აქტუალური
ჩვენ ამ ნაბიჯს ვდგამთ არა მარგველაშვილის, არამედ გიორგი მარგველაშვილის ფაქტორის გამო - ირაკლი კობახიძე

   საქართველო, 9 მარტი, საქინფორმი. ასე განაცხადა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილების თაობაზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ გადაცემა “არჩევანის” პირდაპირ ეთერში.

მან აღნიშნა, რომ კონსტიტუცია უნდა იცვლებოდეს გრძელვადიანი ხედვის საფუძველზე და არა კონკრეტულ სუბიექტებზე მორგებით.

მხოლოდ გიორგი მარგველაშვილის და მისი ადმინისტრაციის მხრიდან გახდა ეს სპეკულაციების საგანი და ესენი იყვნენ ნაციონალების წარმომადგენლები, სხვას სპეკულირება ამ თემაზე არ დაუწყია, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ვინმემ რომ არ თქვას, რომ ცვლილება ხორციელდება კონსტიტუციაში იმისთვის, რომ კონკრეტულ პირს არ მიეცეს არჩევნებში მონაწილეობის საშუალება, ანუ ამის თქმის საშუალება რომ არავის ჰქონდეს, საბაბიც რომ არ ჰქონდეს, სწორედ და ამიტომ გადავდივართ არაპირდაპირ არჩევნებზე ორსაფეხურიანი სისტემით, თორემ ჩვენ გვგონია, რომ არაპირდაპირი არჩევნებით ეს სისტემა უფრო კარგად იფუნქციონირებს“, - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.