უცხოეთი
სამხრეთ ოსეთის ცესკომ პრეზიდენტის პოსტზე დოკუმენტების მიღება დაასრულა

   საქართველო, 8 მარტი, საქინფორმი. სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტის პოსტზე ბოლო პრეტენდენტმა ამირან ბაგაევმა ცესკოში დოკუმენტები ამისათვის განკუთვნილი ვადის ბოლო დღეს შეიტანა. მის გარდა, არჩევნებისთვის რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებას ელოდება ალან კოზონოვი.

სამხრეთ ოსეთის საპრეზიდენტო არჩევნები 9 აპრილისთვისაა დანიშნული. ცესკომ უკვე დაარეგისტრირა სამი კანდიდატი სახელმწიფოს მეთაურის პოსტზე: მოქმედი პრეზიდენტი ლეონიდ თიბილოვი, პარალმენტის სპიკერი ანატოლი ბიბილოვი და კაგებეს თანამშრომელი ალან გაგლოევი. სამხრეთ ოსეთის ყოფილ ხელმძღვანელ ედუარდ კოკოითს რეგისტრაციაზე უარი ეთქვა.