საქართველო, 8 მარტი, საქინფორმი. ციანიდის საქმეში შორენა თეთრუაშვილი დაზარალებულის სტატუსით ფიგურირებს. ცნობილი გახდა, რომ ჩხრეკისას ბრალდებულის სახლიდან ამოღებული იარაღი პროკურატურის მთავარ მოწმეს ირაკლი მამალაძეს ეკუთვნის.
ადვოკატების ინფორმაციით, ბრალდებულსაც კითხვები აქვს, თუ რა ფაქტებზე დაყრდნობით მიენიჭა შორენა თეთრუაშვილს დაზარალებულის სტატუსი.
მიხეილ რამიშვილმა განაცხადა, რომ დეკანოზის უფლებები მისი დაკავების მომენტშივე დაირღვა, რადგან მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, ჩანთა კი, საიდანაც ციანიდი ამოიღეს, 9 საათზე მეტი გამომძიებლებს ჰქონდათ.
დაკავების დღიდან დეკანოზი ზიარებას ითხოვს. როგორც გაირკვა, წმინდა ზიარების საკითხი ბათუმიდან მეუფე დიმიტრის ჩამოსვლის შემდეგ გაირკვევა. სასულიერო პირი სინოდის სხდომას დაესწრება, რომელიც 9 მარტს უნდა გაიმართოს.
გუშინ დილით პროკურატურამ საპატრიარქოდან ბრალდებული დეკანოზის პირადი ნივთები და დოკუმენტაცია გაიტანა. ჩხრეკა-ამოღებას ადვოკატები არ ესწრებოდნენ.