საზოგადოება
საქართველო, 8 მარტი, საქინფორმი. დაანონსებული რეფორმა საზოგადოებრივ მაუწყებელზე დაახლოებით 4 თვით გადაიდო. მაუწყებლის ბორდის თავმჯდომარის განცხადებით, 17 ივლისამდე ყველა გადაცემა ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს მუშაობას.
მიუხედავად იმისა, რომ გადაცემები ზაფხულამდე გაგრძელდება, არხის ახალი გენერალური დირექტორი 10 მარტიდან კონკურსის პროცედურების დაწყებას მაინც აანონსებს. გეგმა, რომლის მიხედვითაც მაუწყებლის რეფორმა უნდა ჩატარდეს, დღეს საბოლოოდ უნდა დამტკიცდეს, მანამდე კი ვასილ მაღლაფერიძეს დაგეგმილ ცვლილებებზე არ უსაუბრია.
17 ივლისამდე გადაცემების გაგრძელების მიუხედავად, მაუწყებლის თანამშრომლების ნაწილი ახალი დირექტორის და სამეურვეო საბჭოს დაპირებას უნდობლობას უცხადებს.
როგორ გააგრძელებს ზაფხულამდე არხი მაუწყებლობას, ბორდის სხდომაზე გადაწყდება.