სამართალი
ვანო მერაბიშვილის საქმეზე სტრასბურგში დიდი პალატა ზეპირ მოსმენას გამართავს

   საქართველო, 8 მარტი, საქინფორმი. ვანო მერაბიშვილის საქმის ზეპირ მოსმენაზე დასასწრებად გუშინ სტრასბურგში გაემგზავრა მისი ადვოკატი ოთარ კახიძე. სასამართლო სხდომაზე მხარეები საკუთარ პოზიციებს წარმოადგენენ.

ევროპული სასამართლოს დიდი პალატა საქართველოს ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის საქმეს დღეს განიხილავს - საუბარია მისი ციხის საკნიდან შესაძლო გაყვანის ფაქტზე.

„დიდი პალატის ზეპირი მოსმენა გაიმართება 8 მარტს, სასამართლო განიხილავს თავიდან ბოლომდე მთელ საქმეს და დაადგენს, დაირღვა თუ არა ვანო მერაბიშვილის საქმეზე ადამიანის უფლებათა კონვენცია. უჩა ნანუაშვილი, როგორც სახალხო დამცველი, მერაბიშვილის ციხიდან გაყვანის შემდგომ შეხვდა ბრალდებულს, გაესაუბრა, მიიღო მისგან ინფორმაცია, შეასრულა სახალხო დამცველის ვალდებულებები. ამასთან დაკავშირებით მოგვაწოდა ინფორმაცია, რაც წარვადგინეთ სასამართლოში“, - განაცხადა ოთარ კახიძემ.