სამართალი
ირაკლი ოქრუაშვილი "რუსთავი 2”-თან დაკავშირებით სასამართლო დავისთვის ემზადება

  საქართველო, 8 მარტი, საქინფორმი. ამის შესახებ თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატმა განაცხადა.

ჩვენ ვგეგმავთ, რომ მივმართოთ სასამართლოს… დაველოდებით, ჩამოვაყალიბებთ სტრატეგიას, მაგრამ ამ ეტაპზე ჯერჯერობით, თუ ასე დარჩა, როგორც სტრასბურგის სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება, თუ ასეთი შედეგი იქნა მიღებული ბოლომდე, ჯერჯერობით შეიძლება არ შევიტანოთ, მაგრამ თუ შეიცვალა მდგომარეობა, შესაძლოა, გადავწყვიტოთ სარჩელის შეტანა“, - განაცხადა გიორგი ზედელაშვილმა.

ამასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა ქიბარ ხალვაშის ადვოკატმა პაატა სალიამ. მისი თქმით, სასამართლოში ყველაფერს გაეცემა პასუხი.

ჩვენ არ გვქონია შესაძლებლობა, გვენახა სხვა დამატებითი მტკიცებულებები, გარდა იმისა, რაც არის ერთგვერდიანი .. შეთანხმება, რომელზეც ხალვაშის ხელმოწერა არ არის. სხვა რაიმე საფუძველი არ გვინახავს“, - განაცხადა პაატა სალიამ. 

ირაკლი ოქრუაშვილმა ქიბარ ხალვაშის წინააღმდეგ სარჩელი 4 თვის წინ შეიტანა, საქმე მიღებულია წარმოებაში, თუმცა სხდომა ამ დრომდე არ დანიშნულა. რაც შეეხება ყადაღას, მის გამოყენებაზე პირველადი მიმართვის დროს მოსარჩელეს უარი ეთქვა.