აქტუალური
ვიდევნებოდი და ვიყავი ძალადობის მსხვერპლი - ხალვაში

   საქართველო, 8 მარტი, საქინფორმი. ქიბარ ხალვაშ სტრასბურგის სასამართლოს მესამე პირად დაფიქსირებას სთხოვს.

"რუსთავი 2”-ის საქმესთან დაკავშირებით წარმოიშვა პრობლემა, რის შედეგადაც მე გავხდი ლტოლვილი, გერმანიაში როდესაც სტატუსი მომანიჭეს. აქ ჩავაბარე საბუთები და ყველა ინფორმაცია მივაწოდე,  რომ მე ვიდევნებოდი და ვიყავი ძალადობის მსხვერპლი სააკაშვილის მხრიდან, რის გამოც მომიწია არა მარტო ტელევიზიის, არამედ სხვა ბიზნესების დაკარგვაც, დაპატიმრებული იყვნენ ჩემი პარტნიორები, ჩემი ძმა. იყო შანტაჟი და გამოძალვა და ხალხი აჰყავდათ მძევლებად, რომ რაღაცა მიეღოთ ჩემგან. ეს მოყოლილია, დასაბუთებულია და კიდევ გადავცემ იმ საბუთს", - განაცხადა ქიბარ ხალვაშმა სასამართლოს შენობიდან გამოსვლის შემდეგ.