რედაქტორისგან
არნო ხიდირბეგიშვილი: ევროპისკენ გზამ „ტაძრის“ მაგივრად ტრაკისკენ მიგვიყვანა!

   თუ საქართველოს ბედს სტრასბურგის სასამართლო წყვეტს, ის სახელმწიფო არ ყოფილა!

ბევრჯერ გამიფრთხილებია თანამემამულეები, რომ ევროკავშირთან ასოცირებას, უფლებების - მაგალითად, შენგენის ზონაში ყოველ 6 თვეში 90 დღის განმავლობაში უვიზოდ ყოფნის - გარდა, „მედლის მეორე მხარეც“ აქვს. ეს გულისხმობს კაბალურ მოვალეობებს, მაგალითად, უსიტყვო მორჩილებას სტრასბურგის, ანუ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებებისადმი, რომლებიც არაასოცირებული ქვეყნებისათვის მხოლოდ და მხოლოდ რეკომენდაციებს წარმოადგენს.

დღეს ქართველმა ხალხმა „უალტერნატივო ევროატლანტიკური ინტეგრაციის“ ნაყოფი იგემა: 1 მარტს მას უვიზო მიმოსვლა დაუმტკიცეს და უკვე 3 მარტს სტრასბურგის სასამართლომ შეაჩერა, 7 მარტს კი უვადოდ შეაჩერა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2 მარტის გადაწყვეტილების აღსრულება ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საქმესთან დაკავშირებით, რომელიც სასამართლომ ყოფილ კანონიერ მფლობელს დაუბრუნა. სტრასბურგის სასამართლო საქართველოს მთავრობას აუკრძალა აღასრულოს საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება, სანამ ამის უფლებას თვითონ, ანუ სტრასბურგის სასამართლო, არ მისცემს! 

ამგვარად, სტრასბურგში შეასრულეს მოსარჩელის -  „რუსთავი 2“-ის მოქმედი მენეჯმენტის და მისი ფორმალური მფლობელების მოთხოვნა ისე, რომ მოპასუხის - საქართველოს, იუსტიციის სამინისტროს სახით - არგუმენტები არცკი განუხილავთ - შეაჩერეს, ანუ გააუქმეს და ბასტა! ამით საქართველოს კიდევ ერთხელ შეახსენეს, რომ ის მხოლოდ დასავლეთის პროტექტორატია, ანუ - კოლონია!

და ვართ კიდეც - მარტო კოლონიაში ტელევიზიას ხელმძღვანელობს სისხლის სამართლის დამნაშავე და ნაპროკურორალი ჯალათი - სააკაშვილის გენპროკურორის მოადგილე გვარამია, რომელსაც ნებისმიერ სახელმწიფოში უვადო პატიმრობას მიუსჯიდნენ! ევროსასამართლომ კი მას უვადოდ გენდირექტორობა „მიუსაჯა“!

მიმიფურთხებია ასეთი ევროსასამართლოსთვის, რომელიც არ ითვალისწინებს, რომ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის არაფორმალური მფლობელი და ხელმძღვანელი გახლავთ საქართველოს პროკურატურის მიერ სისხლის ამართლის რამდენიმე მძიმე დანაშაულის ჩადენის გამო ძებნილი უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც საქართველოს პრეზიდენტობის დროს, როგორ რეკეტიორმა, სიმბოლურ ფასად აახია ეს კომპანია ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშს, რაც იმ დროს ჩვეულებრივი პრაქტიკა გახლდათ!

მიმიფურთხებია ასეთი ევროსასამართლოსთვის, რომელმაც ვითომდა არ იცის, რომ ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ჩვეულებრივი მედია არ არის - ის თავიდანვე შეიქმნა, როგორც დასავლური პროპაგანდის ინსტრუმენტი საქართველოში „ფერადი“ სახელმწიფო გადატრიალების - „ვარდების რევოლუციის მოხდენის მიზნით! და დღეს პარტიულ ტელევიზიას წარმოადგენს -  სააკაშვილის პარტიას ემსახურება, რომელიც ნებისმიერ არაკოლონია სახელმწიფოში დიდი ხანი აკრძალული იქნებოდა! „რევოლუციის“ სააგიტაციო რუპორი „რუსთავი 2“ რეკლამას დღემდე უკეთებს სააკაშვილის დიქტატორულ სისხლიან რეჟიმს, როგორც „დემოკრატიის შუქურას“, თავად მას კი - როგორც „დიდ რეფორმატორს” და ხალხს რევანშისკენ - ანუ კვლავ სახელმწიფო გადატრიალებისკენ უბიძგებს!  

რუსოფობიის ფლაგმანმა „რუსთავი 2“-მა მოახერხა, ქართველი ახალგაზრდობის დიდი ნაწილისათვის ყოველივე ტრადიციული ქართულის - ცხოვრების ნირის, ოჯახის, უფროსების პატივისცემის, კულტურის, ეკლესიის, პატრიარქისა და, განსაკუთრებით - მართლმადიდებლობის და დიდი სამამულო ომის, რაც საქართველოს ერთმორწმუნე რუსეთთან გვაკავშირებს, მიმართ სასტიკი სიძულვილი ჩაენერგა.

ტელეკომპანიის თანამშრომლები, რომლებსაც ჟურნალისტობის პრეტენზია აქვთ, პოლიციის და სხვა ძალოვანი სტრუქტურების ოფიცრების წოდებებს იღებდნენ მაშინ, როცა ციხეებში და შსს-ს ჯურღმულებში საქართველოს ათიათასობით მოქალაქეს არაადამიანური, დამამცირებელი მეთოდებით აწამებდნენ და აუპატიურებდნენ, რაც იმ მტარვალებმა თვითონვე გადაიღეს ათიათასობით ვიდეოფირზე!

იქნებ, ციხის კადრების გადამღებებეს ჟურნალისტები ვუწოდოთ - მათაც ხომ ხელში კამერები ეჭირათ?!

ამგვარად, „რუსთავი 2“-ის წყალობით, დღეს სრული ლუსტრაცია მოხდა და საქართველო აშკარად და საბოლოოდ გაიყო ორ არათანაბარ ნაწილად:

ერთ მხარეს არის ქართველი ხალხის უმრავლესობა, რომელიც მიესალმება საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას.

მეორე მხარეს  - უმცირესობა, რომელიც მიესალმება სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას და მხარს უჭერს ქართველი ხალხის მიერ „ცრუსთავი 2“ად წოდებული (აბრევიატურა ЦРУ-სგან) ტელეკომპანიის მენეჯმენტს.

ამ ისტორიულ მომენტში სახელმწიფოსწარმომქმნელმა ერმა პრიორიტეტები უნდა განსაზღვროს - რა უფრო მნიშვნელოვანია მისთვის: დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფო თუ უვიზო შენგენის ზონა მუშაობის უფლების გარეშე, რომლითაც, ძირითადად, უკანონო მიგრანტები, შინამოსამსახურეები, მეძავები, ნარკომოვაჭრეები და მძარცველები ისარგებლებენ.

ქართველი ხალხი უნდა გამოვიდეს მშვიდობიან მიტინგზე, რათა აჩვენოს ევროპას და მთელ მსოფლიოს თავისი მხარდაჭერა საქართველოს სახელმწიფოებრიობისა და დამოუკიდებლობისადმი! თუკი დღეს ხელისუფლება დათმობაზე წავა და დასავლეთის ზეწოლით მართლაც შეაჩერებს შესრულებას - ანუ გააუქმებს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას, ამით, პირველ რიგში, საკუთარ განაჩენს მოაწერს ხელს, უღალატებს თავის ამომრჩევლებს და საქართველოს, რომელიც სისხლისმღვრელ სამოქალაქო ომში აღმოჩნდება ჩათრეული და როგორც სახელმწიფო, არსებობას შეწყვეტს!

თუკი საქართველოს ბედს სტრაბურგის სასამართლო წყვეტს, მას არ შეიძლება, სახელმწიფო ვუწოდთ! ძნელი წარმოსადგენია, რომ აზერბაიჯანის ან სომხეთის უმაღლესი სასამართლოს გადაწყვეტილება სტრასბურგში მოსამართლეებმა შეაჩერონ - თუნდც ყველამ ერთად! და სულ მთლად წარმოუდგენელია, რომ ჩვენი მეზობლები მათ დაემორჩილონ!

რომელი ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოზეა ლაპარაკი, როცა კაცობრიობის წინააღმდეგ დამნაშავე სააკაშვილი თავისუფლებაზეა და „ცრუსთავი 2"-ს გამარჯვებით უკვე თბილისის მიდამოებს მიუახლოვდა?! აი ასე, ევროპისკენ გზამ „ტაძრის“ მაგივრად, ტრაკისკენ მიგვიყვანა...

ცუდია, რომ ამ ბრძოლაში ქართველ ხალხს ლიდერი არ ჰყავს (ნაციონალ-ლიბერასტებისაგან განსხვავებით, რომლებიც ლამის ყოველდღე კეტავენ მოძრაობას თბილისის ცენტრში და მთელი საქართველოდან მიტინგებს კრებენ რუსთაველის პროსპექტზე!). ამიტომაც ამ კრიტიკულ მომენტში ბიძინა ივანიშვლი ვალდებულია, აქტიურ პოლიტიკაში დაბრუნდეს და მიტინგზე ქართველ ხალხს ჩაუდგეს სათავეში, როგორც ეს 2011 წელს გააკეთა და დაგვპირდა, რომ ისევ გააკეთებდა, „თუკი ხალხს ისევ ძალინ გაუჭირდებოდა“.

ამაზე მეტი გასაჭირი რაღა უნდა იყოს?! ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრი სებასტიან კურცი „ევროკავშირის საზღვრებს გარეთ - საქართველოში - ახლო აღმოსავლეთიდან და ჩრდილოეთ აფრიკიდან ლტოლვილთა ცენტრის გახსნას აპირებს, სადაც დეპორტირებული იქნებიან „ევროკავშირის ქვეყნებში არალეგალურად შეღწეული მიგრანტები“; აფხაზეთის ხელისუფლებამ კიდევ ორი საკონტროლო-გამშვები პუნქტი - „ნაბაკევი-ხურჩა“ და „ოტობაია-ორსანტია“ დაკეტა და ახლა აფხაზეთში მოხვედრა მხოლოდ ერთადერთი - ენგურის ხიდზე დარჩენილი პუნქტის გავლით შეიძლება; სამაგიეროდ, ფოთის მახლობლად მალე გაიხსნება ნატოს სამხედრო ბაზა, რომელიც "საქართველოს რუსეთისაგან დაიცავს“...

მეტისმეტად დიდი საფასური ხომ არ არის ზემოთ ნახსენები ევროატლანტიკური ინტეგრაციისა და ვიზალიბერალიზაციისათვის?! მით უმეტეს, რომ საქართველოს მიღებას ევროკავშირში არავინ აპირებს, როგორც ეს ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა დაადასტურა?!

„საქინფორმის“ მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი
2017 წლის 8 მარტი
საქართველო, თბილისი