პოლიტიკა
ვინც ჩვენ გვიკიჟინებთ, დაიჯერეთ, რომ სიტყვის თავისუფლებას საფრთხე ემუქრება?! – კალაძე

   საქართველო, 8 მარტი, საქინფორმი. ეს განცხადება საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ გააკეთა. კალაძემ "რუსთავი2"-ის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა.

ძალიან კარგად გვახსოვს, როგორი იყო ჯიბის სასამართლო და დატერორებული ტელევიზიები. სულ რაღაც ხუთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ეს გარემოებები შეიცვალა ჩვენს ქვეყანაში. დიახ, ”რუსთავი 2” - ეს არის პარტიული ტელევიზია და ამას თვითონაც აღიარებენ, ამაზე ღიად საუბრობენ, მაგრამ... სიტყვის თავისუფლების უფლებით... როდის ჰქონიათ ამ გამოხატვაში მათ პრობლემა?! როდისმე ჰქონიათ მუშაობაში ბარიერები?! თუ ამ 5 წლის მანძილზე ტელევიზია, კონკრეტული პარტიის პროპაგანდის რუპორი არ შეზღუდულარატომ შეიზღუდება მაინცდამაინც ახლა?!

როგორ დავიჯერო, რომ მედიის მაშინდელ ტერორზე მეტად ამჟამად ორ პირს შორის სასამართლო დავის შედეგი არის აღმაშფოთებელი თუ შესაშფოთებელი ვინმესთვის?! დაიჯერეთ, რომ სიტყვის თავისუფლებას საფრთხე ემუქრება?! რისგან?! ვისგან?! ერთმა ნაციონალების დროს მფლობელმა მეორე ნაციონალების დროს მფლობელს რომ ტელევიზია სასამართლოს ძალით დააბრუნებინა, ეგ გახდა თქვენი თავისუფლების პრობლემა?! სირცხვილია, როცა სრული თავისუფლების პირობებში ყვირიან, რომ იზღუდებიან რამეში”, - განაცხადა კალაძემ.