უცხოეთი
გაერომ სირიაში ჰუმანიტარულ კონვოიზე თავდასხმასთან მოსკოვის კავშირი უარყო

   საქართველო, 7 მარტი, საქინფორმი. რუსეთის შეიარაღებულ ძალებს არავითარი კავშირი არ ჰქონიათ ალეპოსთან 2016 წელს ჰუმანიტარულ კონვოიზე მომხდარ თავდასხმასთან. ასეთ დასკვნამდე მივიდა სირიაში ინციდენტების გამომკვლევი გაეროს საერთაშორისო კომისია. მიუხედავად იმისა, რომ მოსკოვმა არაერთგზის განაცხადა სროლებთან მისი კავშირის არარსებობის გარეშე, სწორედ ეს ინციდენტი გამოიყენეს დასავლეთელმა პოლიტიკოსებმა სირიაში სამხედრო დანაშაულის მტკიცებულებად და სანქციების გაფართოების საბაბად.

გაეროს საერთაშორისო დამოუკიდებელი კომისიის მოხსენებაში ნათქვამია, რომ რუსეთს არავითარი კავშირი არ აქვს ორგანიზაციის ჰუმანიტარულ კონვოიზე ტავდასხმასთან 2016 წლის სექტემბერში ალეპოს გარეუნბანში. ამასთან, დოკუმენტში სირიაში მომხდარი არცერთი სამხედრო დანაშაული არ მიეწერება რუსეთს.