უცხოეთი
აზერბაიჯანი სომხეთსა და საქართველოზე მდიდარია

   საქართველო, 7 მარტი, საქინფორმი. ჟურნალმა Global Finance-მა 2016 წლის ყველაზე მდიდარი და ღარიბი ქვეყნების სია გამოაქვეყნა. ქვეყნების სიმდიდრე ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის მიხედვით გამოითვალა.

მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ქვეყნების სია შემდეგნაირად გამოიყურება:

1. კატარი (მშპ $129 512)

2. ლუქსემბურგი (მშპ-ს $100 991)

3. მაკაო (მშპ $87 845 )

4. სინგაპური (მშპ $86 854 )

5. ბრუნეი (მშპ $77 662 )

6. ქუვეითი (მშპ $70 587 )

7. ირლანდია (მშპ $69 374 )

8. ნორვეგია (მშპ $69 031)

9. არაბთა გაერთიანებული საემიროები (მშპ $67 947)

10. სან-მარინო (მშპ $64 465)

რაც შეეხება ყველაზე ღარიბ ქვეყნებს, მათ სიაში ბურუნდი, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა და ცენტრალური აფრიკული რასპუბლიკაა.

საქართველო აღნიშნულ რეიტინგში 189 ქვეყნიდან, 108-ე ადგილზეა - მშპ $10 099 შემოსავლით.

რეიტინგში რუსეთი – 52–ე, თურქეთი 63-ე, აზერბაიჯანი 71-ე, ხოლო სომხეთი 114-ე ადგილზეა.