სამართალი
საქართველო, 7 მარტი, საქინფორმი. "მათე მოტორსის" დაკავებული მფლობელი გელა ბარკალაია გლდანში მე-8 საპყრობილეში გუშინ ადვოკატმა მოინახულა.
მძიმე და ხმაურიანი ბრალდებით ბიზნესმენი 2 დღის წინ დააკავეს. მას სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლის დარღვევაში ადანაშაულებენ. ერთ-ერთი მათგანი - ადამიანის მძევლად აყვანას, მეორე კი პირადი ან ოჯახური საიდუმლოს, პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ან პერსონალური მონაცემების ხელყოფას გულისხმობს.
გელა ბარკალაია თავს უდანაშულოდ მიიჩნევს.