სამართალი
შორენა თეთრუაშვილი პროკურატურამ დაზარალებულად ცნო

   საქართველო, 7 მარტი, საქინფორმი. ე.წ. ციანიდის საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება. პროკურატურამ უკვე დაჰკითხა პატრიარქის მდივან-რეფერანტი შორენა თეთრუაშვილი. საპატრიარქოს იურისტ ედიშერ ქარჩავას ინფორმაციით, შორენა თეთრუაშვილი საგამოძიებო ორგანომ დაზარალებულად ცნო.

ყველა შეკითხვას მან უშუალოდ გასცა ამომწურავი პასუხი. მას სამართლებრივად მიენიჭა დაზარალებულისტატუსი დადგენილებით. ვინაიდან მას მიენიჭა სტატუსი, დადგენილება გამოტანილ იქნა დაზარალებულად ცნობის შესახებ, რა თქმა უნდა, ეს აისახებოდა მამა გიორგი მამალაძის მიმართ წარდგენილ ბრალდებაზე“, - განაცხადა ედიშერ ქარჩავამ.

ასევე ცნობილი ხდება საპატრიარქოს კიდევ 5-მდე თანამშრომლის, თუმცა არა სასულიერო პირის, დაკითხვის შესახებ, რომლებიც დასვენების დღებში გამოიძახეს. იურისტი დაკითხვის პროცესს არ დასწრებია. თუმცა, კატეგორიულად გამორიცხავს, რომ გარდა ე.წ. ციანიდის საქმისა, ისინი საპატრიარქოში არსებულ დაპირისპირებაზე დაეკითხათ.

ედიშერ ქარჩავა არც უარყოფს და არც ადასტურებს შესაძლებლობას, რომ შორენა თეთრუაშვილი მამა გიორგის მიერ ციანიდის შეძენის თაობაზე ინფორმირებული  ყოფილიყო.