სამართალი
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა საქართველოს ჯანდაცვის ფარმაცევტული საქმიანობის დეპარტამენტის უფროსი დააკავა

   საქართველო, 7 მარტი, საქინფორმი. ფარმაცევტული საქმიანობის დეპარტამენტის უფროსის დაკავებას ადასტურებს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური. უწყების ინფორმაციით, დავით მაჭარაშვილს კონკრეტული კომპანიების ლობირებაში ადანაშაულებენ, რომლებმაც საქართველოში საჭიროზე მეტი ფსიქოტროპული მედიკამენტი შემოიტანეს.

“რუსთავი 2”-ის ცნობით, არსებობს ბრალის დამადასტურებელი ვიდეომასალაც.

დავით მაჭარაშვილთან ერთად სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულ იქნა ფსიქოტროპული მედიკამენტების იმპორტიორი ორი კომპანიის ხელმძღვანელი პირი.

სამივეს საქალაქო სასამართლომ აღმკვეთი ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა უკვე შეუფარდა.