საქართველო, 6 მარტი, საქინფორმი. პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კონგრესს მიმართავს, 2016 წლის არჩევნებში ობამას ადმინისტრაციის მიერ გამოძიების უფლების ბოროტად გამოყენების სავარაუდო ფაქტები შეისწავლოს. CNN-ის ინფორმაციით, შესაბამისი განცხადება თეთრი სახლის პრესმდივანმა შონ სპაისერმა გააკეთა.
„ცნობები, რომლებიც პოტენციურად პოლიტიკურად მოტივირებულ გამოძიებას ეხება 2016 წლის არჩევნებამდე, აღმაშფოთებელია. დონალდ ტრამპი მოითხოვს, რომ რუსეთის ქმედებების გამოძების ფარგლებში კონტრდაზვერვის კომიტეტმა გამოიყენონს sაკუთარი უფლებამოსილება იმის გამოსავლენად, გამოიყენა თუ არა 2016 წელს აღმასრულებელმა ხელისუფლებამ საგამოძიებო უფლებამოსილება ბოროტად" - განაცხადა სპაისერმა.
მისი თქმით, სანამ შესაბამისი გამოძება არ შედგება, ამ საკითხზე კომენტარს არც თეთრი სახლი და არც პრეზიდენტი არ გააკეთებს.
CNN-ის ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ დონალდ ტრამპმა ექსპრეზიდენტი ბარაკ ობამა მტკიცებულებების წარდგენის გარეშე დაადანაშაულა ნოემბრის არჩევნებამდე პერიოდში მისი სატელეფონო საუბრების მიყურადებაში.