საქართველო, 6 მარტი, საქინფორმი. საქართველოში ნატოს სამხედრო კომიტეტის ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში გენერალმა პეტრ პაველმა პირველი შეხვედრა თავდაცვის სამინისტროში გამართა.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო ნატო-საქართველოს თანამშრომლობის სხვადასხვა მექანიზმს და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის პროცესს. ლევან იზორიამ ნატოს უმაღლეს სამხედრო პირს მადლობა გადაუხადა ალიანსის წევრი თითოეული ქვეყნის მიერ იმ მხარდაჭერისა და პრაქტიკული დახმარებისთვის, რომელიც ხელს უწყობს საქართველოს შეიარაღებული ძალების გაძლიერებას და ნატოსთან თავსებადობის კიდევ უფრო ამაღლებას. მისივე თქმით, ნატოს უმაღლესი სამხედრო ორგანო უკვე მეორედ ეწვია საქართველოს, რაც ნათლად ადასტურებს ალიანსის ურყევ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ. გენერალ პეტრ პაველთან შეხვედრა ნატოს სამხედრო კომიტეტის სამხედრო წარმომადგენლებთან ერთად გაფართოებულ ფორმატში გაგრძელდა.