პუბლიკაციები
„უკრაინული რევოლუცია თბილისში“ - ლევან ზანგურაშვილი

   საქართველო, 6 მარტი, საქინფორმი. ეს დღეებია, „ნაციონალური მოძრაობისწევრები ჩასულნი არიან ბრიუსელში და ხვდებიან ევროპარლამენტის იმ დეპუტატებს, რომლებიც უარყოფითად იყვნენ განწყობილნი საქართველოს ვიზალიბერალიზაციის მიმართ, ავრცელებდნენ განცხადებებს ჩვენს წინააღმდეგ

მათ შორის არის სარიუშ-ვოლსკი (განსაკუთრებით აქტიური მოწინააღმდეგე), რომელთან ინტერვიუსაც მთელი დღეა ატრიალებს „რუსთავი 2“ თავის ეთერში. ეს ის სარიუშ-ვოლსკია, რომელმაც შარშან ღიად მოუწოდა თავის კოლეგა ევროპარლამენტარებს უარი ეთქვათ ჩვენი ქვეყნისთვის მიეღო ვიზალიბერალიზაცია. მისი მოწოდება პრესრელიზის სახით გამოქვეყნდა, სათაურით: „საქართველო: არა ვიზალიბერალიზაციას დემოკრატიული სტანდარტების გარეშე“ (იხ. ბმული: eppgroup.eu ), სადაც იგი ამბობს, რომ საქართველოში არის შერჩევითი სამართალი, არიან პოლიტპატიმრები, არ არის თავისუფალი მედია და სასამართლო სისტემა, მათ შორის საკონსტიტუციო სასამართლო. საქართველო, როგორც ქვეყანა, კვლავაც უგულვებელყოფს დემოკრატიულ სტანდარტებს. მხოლოდ მაშინ, როცა საქართველოს ხელისუფალნი გაათავისუფლებენ პოლიტპატიმრებს, შეწყვეტენ დამოუკიდებელი მედიის, განსაკუთრებით „რუსთავი 2“-ის, და საკონსტიტუციო სასამართლოს შევიწროებას, შეგვეძლება მივცეთ უვიზო რეჟიმიო.

სწორედ ამ სარიუშ-ვოლსკისთან აიღო ინტერვიუ „რუსთავი 2“-ის კორესპონდენტმა თამარ ნუცუბიძემ, რომლის ნათქვამი გიორგი გაბუნიამ გაახმოვანა ერთგვარი სიამოვნებით: „…ეს გააკეთეს ვიზალიბერალიზაციის მიღებიდან მეორე დღეს, რაც ევროკავშირის დაცინვა იყო. ასეთ ვითარებაში, ვიდრე არ გაირკვევა „რუსათვი 2“-ის ბედი, ვიზალიბერალიზაცია უნდა შეჩერდეს!.. ევროკავშირს აქვს ყველა საბაბი, რომ თავი იგრძნოს მოტყუებულად საქართველოს მიერ… რაც შეეხება შეჩერების შესაძლებლობას, დიახ, ის არსებობს, – თუ ვიზალიბერალიზაციის გადაწყვეტილებას არ გამოვაქვეყნებთ 8 მარტს, ამ შემთხვევაში ის ძალაში ვერ შევა. მე წერილობით მივმართავ კომისიას, რომ სავიზო რეჟიმის გაუქმების გადაწყვეტილების გამოქვეყნება შეაჩეროს“.

ეს არ არის ჟურნალისტიკა მეგობრებო, ეს საკუთარი ქვეყნის ღალატია!

ნუ აყვებით „ნაცმოძრაობის“ წევრებს ამ ბინძურ თამაშში, მათი სამშობლოს სიყვარულის კოეფიციენტი კარგა ხანია იცის ქართველმა ხალხმა!

გამორიცხული არ არის, რომ „ნაცმოძრაობის“ წევრები დიდძალ ფულსაც უხდიან ამ ევროპელ პოლიტიკოსებს (ეს არ არის ქრთამი, გაგიკვირდებათ და, ამას დასავლეთის დემოკრატიულ ქვეყნებში „შემოწირულობა“ ჰქვია), რათა კვლავ გააქტიურდნენ, აღიმაღლონ ხმა და შეეცადონ საქართელოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირში უვიზოდ მიმოსვლა გადაავადონ გაურკვეველი ვადით. ეს ყველაფერი კი, „ნაცებს“ უნდათ თავიანთი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად გამოიყენონ – ვიზალიბერალიზაციის შეჩერება დააბრალონ „ქოცებს“ და არსებულ მთავრობას.

როგორ გაუმართლებთ, სხვა საკითხია, „ცდა ბედის მონახევრეაო“, გაუგიათ…

მაგრამ, მარტო აქედან ჩანს, თუ რამდენად ადარდებს „ნაციონალურ მოძრაობას“ და ზოგიერთ ჟურნალისტს საკუთარი სამშობლო და ქვეყნის მოსახლეობა!

12 მარტს კი, რუსთაველის გამზირზე, „ნაცმოძრაობა“ და ეს „ჟურნალისტები“ უხმობენ მათ მიერვე აბუჩად აგდებულ ხალხს – „სიტყვის თავისუფლების“ და „დემოკრატიის“ დასაცავად…

ცინიზმიც ამას ჰქვია!

რატომ 12 მარტი? რატომ შეარჩიეს ეს თარიღი დღევანდელი მოვლენებიდან ასე შორს? – ლოგიკურად იბადება ასეთი კითხვა…

შეიძლება ვივარაუდოთ, რომ 12 მარტამდე არის თარიღი 8 მარტი, როცა სტრასბურგის სასამართლომ უნდა იმსჯელოს, მიიღოს თუ არა „რუსთავი 2“-ის საჩივარი წარმოებაში. თუკი ასე მოხდა, მაშინ 12 მარტის მიტინგს, რომელზედაც გვარამიამ „სრული უფლებამოსილება მიანიჭა პოლიტიკურ ძალებს მიიღონ მონაწილეობა აქციებში, მიმართონ საქართველოს მოსახლეობას და მოითხოვონ პოლიტიკური ცვლილებები!“, ერთი შეხედვით, აზრი ეკარგება. მაგრამ, არის კიდევ სხვა 8 მარტიც…

გაიხსენეთ რა გვითხრა სარიუშ-ვოლსკიმ – „თუ ვიზალიბერალიზაციის გადაწყვეტილებას არ გამოვაქვეყნებთ 8 მარტს, ამ შემთხვევაში ის ძალაში ვერ შევაო“. თუ მართლაც ასე მოხდა, ოთხი დღე სრულიად საკმარისია, „ნაცმოძრაობისდარუსთავი 2“-ის პროპაგანდისტულმა მანქანამ იმუშაოს, და რადგანრუსთავი 2“-ის გამო არ გამოვა ხალხი ქუჩაში, გამოვა ვიზალიბერალიზაციის გაუქმების გამო, ივანიშვილის და ხელისუფლების წინააღმდეგ… – ყოველ შემთხვევაში, თავად, ალბათ, ამის იმედი აქვთ.

ხომ ყველას კარგად გვახსოვს, რამ გამოიწვია „ევრომაიდანი“ კიევში, – როცა იანუკოვიჩის ხელისუფლებამ შეაჩერა უკრაინასა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმებაზე ხელმოწერისთვის მზადება. აღშფოთებული ხალხი გამოვიდა ქუჩებში, შეიკრიბა კიევის ცენტრში, მაიდანზე, სადაც პოლიტიკოსების გამოსვლებთან ერთად, მხარდამჭერი აქცია-კონცერტებიც იმართებოდა, – რომლის მსგავსი დაგვიანონსა ნიკა გვარამიამ.

ეს ორი დღეა, „რუსთავი 2“-ის ეთერით გაკეთებულ განცხადებებში უკვე იკითხება რევოლუციური შინაარსი, გაიჟღერა სიტყვა „აჯანყებამაც“.

„დათა თუთაშხიას“ ერთ-ერთ პერსონაჟს, ებრაელ მოხუცს თუ დავესესხებით, ერთი კაცის მოფიქრებულია ეგ“!

ყოველივე ზემოთქმული უბრალო ვარაუდი არაა, – ეს აშკარად იკითხება. „რევანშისტულ ძალებს“ სამოქმედოდ ჯერ კიდევ გააჩნიათ ისეთი მძლავრი იარაღი, როგორიც ტელევიზიაა და უკან დასახევი გზა არ აქვთ.

ხელისუფლებავ, „ქოცებო“ და უშიშროებავ, გაიღვიძეთ, „დეპოში გძინავთ“!