საზოგადოება
დეკანოზი გიორგი მამალაძე ჩვენების მიცემაზე უარს ამბობს

   საქართველო, 3 მარტი, საქინფორმი. ე.წ. მატროსოვის ციხეში პროკურორები დაახლოებით ორი საათის განმავლობაში იმყოფებოდნენ, თუმცა, მათი განცხადებით, ბრალდებულმა ჩვენება აღარ მისცა და მოხდა გარკვეული კონფლიქტიც.

ამ ეტაპზე ის უარს ამბობს ჩვენების მიცემაზე. ამასთან დაკავშირებით დაფიქსირდა ოქმით და მან მთავარი პროკურორის სახელზე დაწერა განცხადება, სადაც მიუთითა, რომ ის ითხოვს, დაუყოვნებლივ მოხდეს მისი ოჯახის წევრების მიმართ დაცვის განხორციელება. გაგრძელდება დაკითხვა, როდესაც პროკურატურიდან გვექნება პასუხი მამა გიორგის ოჯახის წევრების დაცვის თაობაზე“, - განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

საპატრიარქო სასჯელაღსრულების სამინისტროს მოუწოდებს, მკვლელობის მომზადების ბრალდებით დაკავებულ დეკანოზ გიორგი მამალაძეს "არ შეუზღუდონ რელიგიური მოთხოვნილება და ზიარების უფლება მისცენ".  განცხადება ამის შესახებ მამა გიორგი ანდრიაძემ გააკეთა და აღნიშნა, რომ ზიარების უფლების წართმევა იგივეა, რაც ავადმყოფისთვის წამლის მიღების აკრძალვა.