სამართალი
შსს-მ ლომბარდებიდან უსაბუთოდ ჩაბარებული მობილური ტელეფონები და სხვადასხვა ტექნიკა ამოიღო

   საქართველო, 3 მარტი, საქინფორმი. შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, წინასწარი შეცნობით

დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების შეძენა-სარგებლობის ფაქტებზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში, თბილისში მდებარე ლომბარდებში ჩხრეკა ჩაატარეს.

ამ ეტაპზე დადგინდა, რომ აღნიშნულ ლომბარდებში სხვადასხვა სახის ტექნიკას და მობილურ ტელეფონებს საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე იბარებდნენ. სამართალდამცველებმა ლომბარდებში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად მობილური ტელეფონები, ტელევიზორები და სხვადასხვა სახის ტექნიკა ამოიღეს.

გამოძიების მსვლელობისას გამოიკითხება ყველა ის პირი, ვისაც რაიმე სახის შეხება აქვს ამოღებულ ნივთებთან და დადგინდება ინფორმაცია მათი წარმომავლობისა და მესაკუთრეების შესახებ.