საქართველო, 3 მარტი, საქინფორმი. 2017 წლის 2 მარტს საქართველოში ადგილი ჰქონდა მოვლენას, რომელიც თავისი მნიშვნელობით, 2012 წლის 1 ოქტომბერს, საპარლამენტო არჩევნების შედეგად, სააკაშვილის დიქტატორული რეჟიმის ჩამოგდებას უტოლდება. გუშინ საღამოს სააკაშვილმა და მისმა პარტია „ნაცმოძრაობამ“ წააგეს ტელეკომპანია „რუსთავი 2“ – თავისი ერთადერთი პროპაგანდისტული რუპორი, რომლის მეშვეობითაც 2003 წელს მათ საქართველოში „ფერადი“ სახელმწიფო გადატრიალება – „ვარდების რევოლუცია“ მოაწყვეს და ხელში ჩაიგდეს ძალაუფლება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ დაადგინატელეკომპანია „რუსთავი 2“–ის 60%–ის გადაცემა მისი ყოფილი კანონიერი მფლობელის – ბიზნესმენი ქიბარ ხალვაშისთვის და 40%–ისა – მის მიერვე დაფუძნებული კომპანია შპს „პანორამისთვის“.
სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, საჯარო რეესტრში ლევან ყარამანიშვილის (22%), გიორგი ყარამანიშვილის (18%), შპს ტელეკომპანია „საქართველოს“ (51%) და ნინო ნიჟარაძის (9%) წილების რეგისტრაციის ანულირების მოხდენის შესახებ ტელეკომპანია „რუსთავი 2“–ში.
როგორც არაერთგზის იუწყებოდა საქინფორმი, სააკაშილმა მუქარით აიძულა ქიბარ ხალვაში ჩალის ფასად გაეყიდა ტელეკომპანია „რუსთავი 2“, რაც რეჟიმის პრატქიკას წარმოადგენდა. ხალვაშის სხვა ბიზნესობიექტები დამწვარი და ექსპროპრირებული იქნა, თავად კი იძლებული გახდა, საზღვარგარეთ გაქცეულიყო.
უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და გადახედვას არ ექვემდებარება.
საქართველოს პროკურატურის მიერ რამდენიმე სისხლის სამართლის დანაშაულისთვის ძებნილი სააკაშვილის მიერ გარედან მართული ტელეკომპანიის თანამშრომლები, ასევე სააკაშილის პარტია „ნაცმოძრაობის“ წევრები და მათი პარტნიორები ახალი სახელმწიფო აგდატრიალებისკენ მოუწოდებენ და ტელეკომპანიის შენობის გარშემო გამაგრდნენ. ისინი ცოტანი არიან – ლგბტ–ს ფანებსა და მსუბუქი ყოფაქცევის ქალებთან ერთად – 500 კაცამდე. ტელეკომპანიის ჯერ კიდევ გენ–გეი–დირექტორი გვარამია საერთაშორისო სარჩელებით იმუქრება, შუაღამისას კი, საგანგებო ბრიფინგზე უკვე ტელეკომპანიის მფლობელ ხალვაშს მათთვის ტელეკომპანიის აქციების 100%–ის მიყიდვა 3 მილიონ 944 ათას 397 დოლარად შესთავაზა, რაზეც უარი მიიღო. „ეს გვარამია კი არა, მიშა სააკაშილი ლაპარაკობს, – უპასუხა ხალვაშმა, – კონსულტაციების დრო ამოიწურა, ეს რომ შესაძლებელი ყოფილიყო, მე თავად შევთავაზებდი მათ მოლაპარაკებებს!“.
მაშ ასე, ქართველი ხალხი ზეიმობს – ადამიანები ერთმანეთს ფეისბუქით ულოცავენ და ამავდროულად, აფრთხილებენ სააკოველებს, რომ „ქართველი ხალხი, მართალია კანონმორჩილია და დიდხანს ითმენდა მათ მიტინგებს, მაგრამ თუ არამზადები შეეცდებიან არეულობების პროვოცირებას, ამჯერად საკადრისი მიეზღვებათ!“.
ქიბარ ხალვაშს უფლება აქვს მის მფლობელობაში გადასული ტელეკომპანიის შენობაში შევიდეს ორშაბათს, 6 მარტს – განაჩენის საჯაროდ გამოცხადებიდან პირველ სამუშაო დღეს. სამართალდამცავი სტრუქტურები მობილიზებული არიან მართლწესრიგისა და კანონიერების დასაცავად.