საზოგადოება
500 დოლარი ციანიდში უკრაინელი იუველირის, თუ საქართველოს პატრიარქისთვის?

   საქართველო, 2 მარტი, საქინფორმი. პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძე„რუსთავი 2“–ის გადაცემა „არჩევანის“ პირდაპირ ტელეეთერში კომენტარი გააკეთა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოში სპეციალურად პატრიარქი ილია მეორისა და მიტროპოლიტების – წმიდა სინოდის წევრებისთვის საქართველოს მთავარი პროკურორი შოთაძის მიერ ორსაათიანი ფარული სკანდალური ვიდეოჩანაწერების ჩვენების თაობაზე. ჟურნალისტ ირაკლი მამალაძის მიერ გაკეთებული ფარული ვიდეოჩანაწერები ე. წ. ციანიდის საქმეს ეხება და ბრალდებულის – დეკანოზ გიორგი მამალაძის წინააღმდეგ მთავარ მტკიცებულებებს წარმოადგენს, თუმცა ბრალდებულების წრე შესაძლოა გაიზარდოს რამდენიმე პერსონის გამო, რომლებიც ვიდეოში ფიგურურებენ (საქინფორმი შეგახსენებთ, რომ მოცულობითი ვიდეომასალების გარდა, ე. წ. ციანიდის საქმეში ფიგურირებს „მოსმენის“ ფარული აუდიოჩანაწერები და წერილობითი დოკუმენტები).   

პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძის თქმით, მას ვიდეოჩანაწერი მთლიანად არ აქვს ნანახი და გამოძიების დასრულებას ელოდება.

რაც მე ვნახე, მსგავსი რამ არ ჩანს, რომ ქალბატონმა შორენამ (პატრიარქის მდივან–რეფერენტი შორენა თეთრუაშვილი – რედ.) სთხოვა მამა გიორგი მამალაძეს, რომ მას სჭირდება ციანიდი (თითქოსდა ოქროს დასამუშავებლად უკრაინაში მომუშავე ნაცნობი იუველირისთვის და ამისათვის მას 500 აშშ დოლარი გადასცა – რედ.). ეს მოულოდნელი იყო ასევე მთავარი პროკურორისთვის. ასეთი რამ საერთოდ გამოძიებისთვის უცნობია“, - განაცხადა მამა გიორგი ზვიადაძემ.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო მთავარი პროკურატურის გამოძიებას სრულ ნდობას უცხადებს, – აცხადებს გიორგი ზვიადაძე.