უცხოეთი
ჩინეთმა და რუსეთმა სირიის წინააღმდეგ გაეროს რეზოლუციას ვეტო დაადეს

   საქართველო, 2 მარტი, საქინფორმი. გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია სირიის წინააღმდეგ სანქციების შემოღებაზე რუსეთმა და ჩინეთმა დაბლოკეს, - წერს Associated Press-ი.

დასავლური ქვეყნები დამასკოს ქიმიური იარაღის გამოყენებაში ადანაშაულებენ. რუსეთის და ჩინეთის გარდა დოკუმენტს მხარი არ დაუჭირეს ბოლივიამ, ეთიოპიამ, ეგვიპტემ და ყაზახეთმა.

ჩინეთმა თავისი პოზიცია იმით ახსნა, რომ დიდი ბრიტანეთის და საფრანგეთის რეზოლუციამ შეიძლება ხელი შეუშალოს გაეროს მცდელობას ჟენევის პლატფორმის ფარგლებში სირიული ოპოზიციის ცალკეულ წარმომადგენლებს შორის ურთიერთობები დაარეგულიროს.

მანამდე, 28 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ სირიის წინააღმდეგ ახალი სანქციების შემოღებას მოსკოვი არასწორ ნაბიჯად მიიჩნევს, რომ ეს გადაწყვეტილება მხოლოდ შეუშლის ხელს მოლაპარაკების პროცესს, ამიტომ მას მხარს არ დაუჭერს.