სამართალი
საქართველოს პრეზიდენტმა 157 მსჯავრდებული შეიწყალა

   საქართველო, 2 მარტი, საქინფორმი. შეწყალების საკითხთა კომისიამ 2017 წლის 16 თებერვლიდან 21 თებერვლის ჩათვლით პერიოდში 890 პირის საკითხი განიხილა.

შეწყალების საკითხთა კომისიის ზემოაღნიშნულ პერიოდში მუშაობის შედეგად საქართველოს პრეზიდენტმა 2017 წლის პირველ მარტს 157 მსჯავრდებული შეიწყალა, აქედან შეწყალების აქტი შეეხო 8 ქალ მსჯავრდებულს და 1 არასრულწლოვან მსჯავრდებულს.

თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან გათავისუფლდა 93 მსჯავრდებული, რომელთაგან 6 ქალბატონი და 1 არასრულწლოვანია.

შეწყალების აქტით თავისუფლების აღკვეთის სახით შეფარდებული სასჯელი შეუმცირდა 64 მსჯავრდებულს, მათ შორის, 2 ქალბატონს.