სამართალი
სააკაშვილის ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის მხარდასაჭერად სააკაშვილის ცხრა პარტია უზენაეს სასამართლოსთან აქციას გამართავს

   საქართველო, 2 მარტი, საქინფორმი. “რუსთავი 2”-ისა და სიტყვის თავისუფლების მხარდასაჭერად გაერთიანებულმა 9 პოლიტიკურმა პარტიამ საგანგებო ბრიფინგი გამართა.

“ნაციონალური მოძრაობის” წევრის ნუგზარ წიკლაურის განცხადებით, იმის გამო, რომ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით რუსთავი 2-ს, როგორც მხარეს, პროცესზე დასწრების შესაძლებლობა არ ეძლევა, სიტყვის თავისუფლების და მაუწყებლის დასაცავად 9 პოლიტიკური პარტია მხარდამჭერებთან ერთად უზენაესი სასამართლოს შენობასთან შეიკრიბება.

ამ პროცესს არანაირი კავშირი არ აქვს სამართლებრივ დავასთან. თვეების განმავლობაში ჩვენ ვიხილეთ შანტაჟის, მუქარის, მოსამართლეების მოსყიდვის უპატიებელი ფაქტები, რომელიც განხორციელდა ხელისუფლების მხრიდან.

რადგან “რუსთავი 2”-ს და ქართულ საზოგადოებას არ უშვებენ შენობაში, ჩვენ შენობასთან გავაპროტესტებთ იმ ვითარებას, რომელიც არის ჩვენს ქვეყანაში შექმნილი“, - აღნიშნა წიკლაურმა.