პოლიტიკა
საქართველო, 2 მარტი, საქინფორმი. საქართველოს ადმინისტრაციულ საზღვარზე განვითარებულ მოვლენებს ნატოს პრესსპიკერი ოანა ლუნგესკუ განცხადებით ეხმიანება:
„შეშფოთებული ვარ საქართველოში აფხაზეთის რეგიონის ადმინისტრაციულ საზღვარზე ორი გადამკვეთი პუნქტის დახურვის გამო. ამ პუნქტების დახურვა, რომლებსაც ყოველდღიურად იყენებს ასობით მოქალაქე, უარყოფით გავლენას მოახდენს ადგილზე არსებულ ვითარებასა და რეგიონში სტაბილურობაზე“, - წერია განცხადებაში.