სამართალი
გიორგი მღებრიშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის უფროსს შეხვდა

   საქართველო, 1 მარტი, საქინფორმი. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამუშაო ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის დელეგაცია ეწვია.

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის უფროსს, გენერალ-პოლკოვნიკ ელჩინ გულიევს და დელეგაციის სხვა წევრებს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველო-აზერბაიჯანს შორის სახელმწიფო საზღვრის კონტროლის გაძლიერებასა და თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრეს. ასევე განიხილეს სასაზღვრო კომისრების (სასაზღვრო წარმომადგენელების) ინსტიტუტის შექმნის შესახებ

მემორანდუმის საკითხები, რომელსაც უახლოეს მომავალში მოეწერება ხელი.

როგორც გიორგი მღებრიშვილმა აღნიშნა, წელს დაგეგმილია მასშტაბური პროექტის განხორციელება, რომელიც საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის

ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციას, სასაზღვრო გამტარი პუნქტების დასავლური სტანდარტების შესაბამისად, უახლესი ტექნიკით აღჭურვას და სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლებას ითვალისწინებს.

სტუმრებმა აზერბაიჯანული მუზეუმიც მოინახულეს და ჰეიდარ ალიევის ძეგლი გვირგვინით შეამკეს.